GEO

კლინიკის შესახებ


თანამედროვე ტექნოლოგია, უმტკივნეულო მკურნალობა, პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება, რესურსების სწორად გამოყენება, მაღალკვალიფიციური კადრები - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც კლინიკა „კარაპს მედლაინის“ წარმატებულ მუშაობას 1998 წლიდან განსაზღვრავს და ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს.

საწყის ეტაპზე კლინიკის მთავარი მიმართულება რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია გახლდათ, 2001 წლიდან კი მრავალპროფილური კლინიკის სტატუსი მიენიჭა.

2014 წლიდან კლინიკა „კარაპს მედლაინი“ "სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ჯგუფს შეუერთდა. კორპორაცია დღეისათვის ფლობს ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელს საქართველოში და მართავს 78 კლინიკას ქვეყნის 6 რეგიონში.




 

 



ჩვენი ხედვა

კლინიკის მენეჯმენტი უმთავრეს პრიორიტეტად კომპანიის მიმართ მომხმარებელთა ლოიალობის ამაღლებას, პაციენტთა მოთხოვნილების გაზრდის უზრუნველყოფას და კვალიფიციური კადრების დასაქმებას მიიჩნევს.

”კარაპს მედლაინი” მაქსიმალურადაა ორიენტირებული მომხმარებელის ინტერესებზე და აქედან გამომდინარე, კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან, ნებისმიერი სახის სიახლის დანერგვაც სწორედ საზოგადოების მოთხოვნილებებისა და პრიორიტეტების სრული გათვალისწინებით ხდება.