GEO

მედია ცენტრი

11 ნოემბერი, 2016 უკან
კლინიკა კარაპს მედლაინის ეგიდით თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართება

11-13 ნოემბერს, ევექსის დიაგნოსტიკურ ცენტრში ქავთარაძის #23-ში  საერთაშორისო აკრედიტირებული კონფერენცია გაიმართება,  რომელიც   უშვილობის მკურნალობას და თანამედროვე რეპროდუქტოლოგიაში ქირურგიის  როლს  დაეთმობა.

3 დღიანი კონფერენცია  კლინიკა „კარაპს მედლაინის“ ეგიდით ტარდება და მასში ქართველ ექიმებთან ერთად მონაწილეობას ისრაელის, იტალიის, თურქეთის, უკრაინის და რუსეთის    წამყვანი ექიმი გინეკოლოგები და რეპროდუქტოლოგები   მიიღებენ.

კონფერენცია აკრედიტირებულია  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და მონაწილეებზე გაიცემა 30 კრედიტ ქულა.

უკან