GEO

სამედიცინო ტურიზმი

სამედიცინო ტურიზმი

რატომ საქართველო?

  • სამედიცინო პერსონალის მაღალი ატესტაცია;
  • ხიდი ევროპასა და აზიას შორის;
  • კონკურენტული ფასი და უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიები.

რატომ კარაპს მედლაინი? 

  • პროფესიონალი ექიმების გუნდი;
  • ჯანმრთელობის არსებული პრობლემების ზუსტი იდენტიფიკაცია;
  • დროული, კვალიფიციური და ადექვატური მკურნალობა.
  • ჩვენ გვესმის, რომ სამედიცინო მკურნალობა სამშობლოს ფარგლებს გარეთ საკმაოდ რთულია, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. საერთაშორისო პაციენტებთან ურთიერთობის განყოფილება ცდილობს შეგიქმნათ ისეთი პირობები, რომ თავი იგრძნოთ როგორც საკუთარ სახლში და ჩაიტაროთ ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობა.

როგორ მოვემზადოთ მგზავრობისთვის? 
  • ჰკითხეთ ექიმს შეგიძლიათ თუ არა თქვენ მდგომარეობაში საზღვარგარეთ გამგზავრება;
  • თუ გადაწყვეტთ გააგრძელოთ მკურნალობა საზღვარგარეთ, შეატყობინეთ თქვენ მკურნალ ექიმს, რათა შეძლოთ შემდგომი მკურნალობის გაგრძელება შეფერხების გარეშე;
  • გაიგეთ მეტი პროცედურის შესახებ და შეადარეთ ოპერაციის მოსალოდნელი შედეგი თქვენ მოლოდინს. აგრეთვე გაეცანით მკურნალობის შემდგომ ეტაპს, რა დროა საჭირო განკურნებისთვის, ფიზიკური თერაპია და ა.შ.
  • გაითვალისწინეთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენი მკურნალობის შესახებ მიიღება ექიმის მიერ თქვენი პირადად გაცნობისა და გასინჯვის შემდეგ;

რა დოკუმენტაციის წარმოდგენაა საჭირო?
 
  • ცნობა თვითმფრინავით ტრანსპორტირებით ნებართვის შესახებ (გაცემული ექიმის მიერ)
  • სამედიცინო ისტორია, სადაც მითითებული იქნება თქვენი ანამნეზი, ექიმის დანიშნულება, დიაგნოზი და ჩატარებული კვლევები (ასლი/დედანი)
  • კვლევების CD ასლები - რენტგენი/მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია/კომპიუტერული ტომოგრაფია (არსებობის შემთხვევაში)
  • პირადი ექიმის მიმართვა (არსებობის შემთხვევაში)
  • ჩვენი რეკომენდაციები მკურნალობასთან დაკავშირებით გამოგეგზავნებათ 48 საათის განმავლობაში. საქართველოში გამომგზავრებამდე მიიღებთ სავარაუდო ხარჯების შესახებ ინფორმაციას, კლინიკაში ჰოსპიტალიზაციისა და ოპერაციის შემდგომი პერიოდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. დაგეხმარებით მგზავრობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.

დამატებით გთავაზობთ:
 
  • ბილეთების დაჯავშნაში, მგზავრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში მხარდაჭერას;
  • თარჯიმნის მომსახურებას;
  • აეროპორტში დახვედრას და ქვეყნის შიგნით ტრასპორტირების უზრუნველყოფას;
  • თქვენი და თქვენი მეგზურებისთვის სასტუმროში განთავსებას;
გაითვალისწინეთ: აუცილებელია მგზავრობის დეტალების წინასწარ მოწოდება, რათა წინასწარ მოხდეს ექიმთან ვიზიტისა და სხვადასხვა პროცედურების დაგეგმვა.

მომსახურების საფასური და გადახდის საშუალებები: მომსახურების საფასურის დაფარვა შესაძლებელია როგორც პლასტიკური ბარათით (Mastercard, Visa, America Express), ისე გადარიცხვით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიოში ცნობილ სადაზღვევო კომპანიებთან. ჩვენ ჰოსპიტალში მკურნალობის დაგეგმვისას წინასწარ მიიღეთ სადაზღვევო კომპანიისგან დადასტურება თქვენი ხარჯების დაფარვის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი განყოფილება მოგაწოდებთ თქვენი მკურნალობის კურსის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას.

მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

ლუბლიანას ქ. 48, 0159

ტელ.: 2 51 60 60



ელ-ფოსტა:info@carapsmedline.ge