ENG
GEO

page

ბოტოქსი

თანამედროვე მედიცინა საშუალებას იძლევა უფრო და უფრო მარტივად და ხარისხიანად გავიუმჯობესოთ გარეგნობა. დღესდღეობით, გაახალგაზრდავების ყველაზე ეფექტურ და მოთხოვნად საშუალებად ბოტოქსი ითვლება. ბოტოქსი მიიღება ბოტულინის ტოქსინისაგან. ეს პრეპარატი გამოცდილია წლების განმავლობაში და ის სრულიად უვნებელია ადამიანის ორგანიზმისათვის. ბოტოქსი წარმოადგენს ნერვული იმპულსის გადაცემის დროებით დამთრგუნველ საშუალებას, რაც გამოიხატება კუნთის აქტიური მოძრაობის დაქვეითებით და ვიზუალურად ნაოჭის გასადავებას და სახის ნაკვთების გაუმჯობესებას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის მკურნალობა პერიოდული ხასიათისაა. ეფექტის შენარჩუნების საშუალო ვადა 6 თვეა. შემდგომ კვლავ შესაძლებელია ინექციის განმეორება. პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პირობებში, არის სრულიად უმტკივნეულო და ხელს უწყობს შუბლისა და თვალის კიდეების და პირის გარშემო ზონებში ნაოჭების შემცირებას.

საინტერესო ფაქტი ბოტოქსის შესახებ

ბოტოქსის გამოყენება 1980 წლიდან დაიწყო და ის ნევროლოგიასა და ოფთალმოლოგიაში გამოიყენებოდა. ამ პრეპარატის გამაახალგაზრდავებელი თვისება კი შემთხვევით აღმოაჩინეს, როცა მკურნალობის პროცესში ბოტოქსის უნიკალური გვერდითი ეფექტი გამოვლინდა - პაციენტებს აღენიშნებოდათ ნაოჭების გასწორება თვალის გარშემო და შუბლისა და ტუჩის მიდამოში. მალევე ამ პრეპარატის უნიკალური თვისებით კოსმეტოლოგები დაინტერესდნენ. დროთა განმავლობაში ბოტოქსის გამოყენების მეთოდები დაიხვეწა და მისი გამოყენება თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის განუყრელ ნაწილად იქცა.

როგორ მოქმედებს ბოტოქსი?

ბოტოქსი ინექციის გზით შეჰყავთ მიმიკურ კუნთებში, სადაც ის ნერვული იმპულსების აღქმას ბლოკავს დროებით (6-12 თვე). შედეგად, კუნთი დუნდება, აღარ იკუმშება და ნაოჭები სწორდება. აუცილებელია, რომ აღნიშნული პროცედურა ჩატარდეს პროფესიონალი ექიმის მიერ, რომელიც სრულად არ გათიშავს ნაოჭების წარმომქნელ კუნთებს და მხოლოდ მომატებულ ტონუსს მოხსნის ისე, რომ არ დაირღვეს პაციენტის ბუნებრივი მიმიკა. „კარაპს მედლაინის“ მაღალკვალიფიციური ექიმები საკუთარ პრაქტიკაში მუდმივად ნერგავენ მედიცინის თანამედროვე მიღწევებს და პაციენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ.

ბოტოქსის ინექცია კეთდება შემდეგ პრობლემურ ზონებზე:
  • შუბლი
  • თვალის გარშემო
  • წარბებს შორის
  • ზედა ტუჩისა და ცხვირ-ტუჩის არე

რა ასაკიდან შეიძლება ბოტოქსის გამოყენება?

ბოტოქსის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი რეკომენდებული 30 წლამდე, თუმცა, კოსმეტოლოგიური პრობლემების შემთხვევაში, 18 წლიდანაც შესაძლებელია ამ პრეპარატის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ბოტოქსის ინექციები ყველაზე ეფექტიანი 30-დან 40 წლამდეა.

მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: