ENG
GEO

სერვისები

ზოგადი ქირურგია


კლინიკა „კარაპს მედლაინის“ ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ზოგადი ქირურგიული ოპერაციებია. ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმების გუნდი ატარებენ უმოკლეს დროში ურთულეს ოპერაციებს როგორც ლაპრასკოპიული, ასევე ღია წესით.

ჩვენი სერვისები:



ლაპაროსკოპიული ოპერაციები მუცლის ღრუს სხვადასხვა პათოლოგიების დროს:


  • ნაღველკენჭოვანი დაავადება (ნაღვლის ბუშტის და სადინრის კენჭები);
  • ნაღვლის ბუშტის პოლიპოზი;
  • აპენდიციტი (მწვავე და ქრონიკული);
  • საყლაპავის თიაქარი (რეფლუქს ეზოფაგიტით და კარდიის უკმარისობით);
  • საყლაპავის აქალაზია (იგივე - კარდიოსპაზმი);
  • საყლაპავის ქვედა მესამედის დივერტიკული (იგივე - ეპიფრენალური დივერტიკული);
  • კუჭისა და 12 გოჯას კეთილთვისებიანი დაავადებები (პოლიპი, დივერტიკული, კეთილთვისებიანი სიმსივნე);
  • ღვიძლის პარაზიტული და არაპარაზიტული კისტები; კეთილთვისებიანი მარგინალური წარმონაქმნები (სიმსივნე, ჰემანგიომა);
  • ელენთის დაავადებები და დაზიანებები (პურპურა, მიკროსფეროციტოზი, სხვადასხვა სახის ჰიპერსპლენიზმი და სპლენომეგალია, ლიმფომა, ჰემატომა, პარაზიტული და არაპარაზიტული კისტები, ელენთის კარის ანევრიზმა);
  • პანკრეასის კისტები;
  • პანკრეასის კუდის სიმსივნე;
  • პანკრეასის ინსულინომა;
  • წვრილი ნაწლავის დაავადებები (მეკელის დივერტიკული, შეხორცებითი დაავადება, კრონის დაავადება და სხვა);
  • მსხვილი ნაწლავის პათოლოგიები (პოლიპოზი, დივერტიკულოზი, დოლიქოსიგმა, პირველადი სიმსივნე);
  • ლიმფადენოპათიები (მუცლის ღრუს და პარააორტალური ლიმფური ჯირკვლების პათოლოგიები);
  • თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები (ფეოქრომოციტომა, ალდოსტერომა, კორტიკოსტერომა, კუშინგის სინდრომი, კისტა და სხვადასხვა ეტიოლოგიის ადენომები);
  • თირკმლის კისტები;
  • საზარდულის, ვენტრალური და ჭიპის თიაქრები;
  • სიმსუქნე;
  • აორტის ფაშვის ღეროს კომპრესია;
  • დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია .

ღია ოპერაციები

  • ზემოთ აღნიშნული ყველა სახის დაავადების დროს;
  • სხვა ნებისმიერი მუცლის ღრუს პათოლოგიის მოცულობითი და რეკონსტუქციული ოპერაციები: ღვიძლზე და სანაღვლე გზებზე, პანკრეასზე და კუჭნაწლავის ტრაქტზე;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჩიყვი).

მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

ლუბლიანას ქ. 48, 0159
(+995 32) 251 60 60
info@carapsmedline.ge