GEO

სერვისები

გინეკოლოგია


ყველა ქალბატონი თავად უნდა ზრუნავდეს საკუთარ უსაფრთხოებაზე, იცავდეს ჯანმრთელობის შემოწმების აუცილებლობის პირობას, ითვალისწინებდეს კონსულტაციებსა და ჰქონდეს საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება.

კლინიკა “კარაპს მედლაინის“ გინეკოლოგიური მიმართულების მთავარი უპირატესობაა ურთულესი ოპერაციების ჩატარება ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური მეთოდით.  ასევე,  უახლესი და თანამედროვე აპარატურით ურთულესი ოპერაციების ჩატარება ენდოსკოპიური მეთოდით.  კლინიკა გთავაზობთ სხვადასხვა სახის მკურნალობას და 3D და 4D ტექნოლოგიით ულტრაბგერით გამოკვლევებს. ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:


ლაპარასკოპიული ოპერაციები დანამატებზე:
 

  • საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი;
  • საკვერცხის სხვადასხვა გენეზის კისტები (ყვითელი სხეულის კისტა, ფოლიკულური კისტა,ენდომეტრიალური კისტა, დერმოიდული კისტა);
  • საშვილოსნოს კვერცხსავალ მილებზე პლასტიკური ოპერაციები (ჰიდროსალპინქსი, საქტოსალპინქსი, პიოსალპინქსი, ჰემატოსალპინქსი, შეხორცებითი პროცესი);
  • ენდომეტრიოზის ლაპარასკოპიული მკურნალობა;
  • საშვილოსნოს გარე ორსულობა;
  • საკვერცხის კისტის გასკდომა (აპოპლექსია).

უშვილობის ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა და მათი მკურნალობა.  ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები საშვილოსნოზე როგორც ლაპარასკოპიული, ასევე ლაპარატომიული მეთოდით

  • საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა (კონსერვატიული მიომექტომია).

რადიკალური ოპერაციები როგორც ლაპარასკოპიული, ასევე ლაპარატომიული მეთოდით:

  • საშვილოსნოს ექსტირპაცია;
  • საშვილოსნოს ამპუტაცია;
  • სრული და არასრული უტეროვაგინალური პროლაფსი: (საშვილოსნოს დაწევა, პრომონტო ფიქსაცია ბადით); 
  • ცისტოცელე-რექტოცელე (საშვილოსნოს ექსტირპაცია, წინა-უკანა კოლპორაფია, პერინეორაფია).

ლაპარასკოპიული ოპერაციები თანდაყოლილი პათოლოგიების გამო:

  • როკიტანსკ-კიუსტნერ-მაიერის სინდრომი (ლაპარასკოპიული მეთოდით ხელოვნური საშოს ჩამოყალიბება, კოლპოპოეზი);
  • საშვილოსნოს ყელის უკმარისობა;
  • ჰემატომეტრა, მუკომეტრა.

ჰისტეროსკოპია, ჰისტერორეზექტოსკოპია:

  •  სადიაგნოსტიკო ჰისტეროსკოპია;
  •  საშვილოსნოს ტანის პოლიპი;
  •  საშვილოსნოს ყელის პოლიპი;
  •  საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომა;
  • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია;
  • ენდომეტრიუმის ჯირკვლოვანი ჰიპერპლაზია.

მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

ლუბლიანას ქ. 48, 0159
(+995 32) 251 60 60
info@carapsmedline.ge