GEO

სერვისები

ინ ვიტრო


დღეისათვის უშვილობა, მთელი მსოფლიოსათვის საკმაოდ აქტუალურ პრობლემად იქცა, თუმცა 21-ე საუკუნეში, სამედიცინო სფეროში არსებული ინოვაციების საშუალებით, ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი გახდა ინ ვიტრო განაყოფიერებით.

რეპროდუქციულ მედიცინასა და ზოგადად, ინ ვიტრო განაყოფიერებაში მნიშვნელოვანია სხვადასხვა გენეტიკური კვლევების ჩატარება და იმ თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენება, რაც სასურველი შედეგის მიღებას უზრუნველყოფს.

რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება?

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე მეთოდია, რომლის დროსაც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ორგანიზმის გარეთ ხდება, ხოლო მიღებული ემბრიონი ქალის საშვილოსნოში ინერგება. ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა სამ ძირითად ფაზას მოიცავს.  ესენია:
  • საკვერცხეების სტიმულაცია;
  • ფოლიკულებიდან საკვერცხეების გამოტანა და კულტივაცია;
  • ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა.

როდის მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას?

ხელოვნურ განაყოფიერებას სასურველია მიმართოთ, თუ მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის მიუხედავად სასურველი შედეგის მიღება ვერ ხდება.

რა კვლევებია საჭირო ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის?    

  • ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია;
  • ჰორმონალური და ინფექციებზე კვლევის ჩატარება;
  • სარძევე და ფარისებრი ჯირკვლების ექოსკოპია;
  • გინეკოლოგიური ექოსკოპია;
  • მუცლის ღრუს სრული ექოსკოპია და ანტი-მიულერის ჰორმონის განსაზღვრა;
  • სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპია, ჰისტეროსკოპიული კვლვეა.

ჩვენი უპირატესობები:

  • პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური და დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტები;
  • მხოლოდ კლინიკა კარაპს მედლაინში! დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდები, მათ შორის ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკა (PGD კვლევა);
  • მხოლოდ კლინიკა კარაპს მედლაინში! ბლასტოციდების ანუ  5 დღის გაზრდილი ემბრიონის გადატანა საშვილოსნოში, რაც უზრუნველყოფს საშვილოსნოში მიმაგრების მეტ შანსს;
  • ISO 9001:2008 საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ლაბორატორია;
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურა და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება;

მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: