GEO

სერვისები

ლაბორატორია & დიაგნოსტიკა


კლინიკა "კარაპს მედლაინში" ტარდება 100 - მდე ლაბორატორიული კვლევა იმუნოლოგიის, ბიოქიმიის, ჰემატოლოგიის, ჰემოსტაზის მიმართულებით და მოიცავს ლაბორატორიული კვლევების მთელ სპექტრს.

ასევე, დიაგნოსტიკური მიმართულებით კლინიკა „კარაპს მედლიანი“ აღჭურვილია ულტრათანამედროვე 3D/4D ულტრაბგერითი აპარატით, რომლის მოცულობითი გამოსახულება საშუალებას იძლევა რეალურ დროში შეაფასოს ამა თუ იმ ორგანოს არა მარტო ქსოვილოვანი შენება, არამედ განსაზღვროს მისი ფუნქციური შესაძლებლობებიც.  ულტრასონოგრაფიული კვლევა არაინვაზიური, სწრაფი და შედარებით იაფი დიაგნოსტიკური მეთოდია, რომელიც პროფესიონალი ექიმის ხელში, რამდენიმე წუთში იძლევა პაციენტის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ზუსტი შეფასების საშუალებას.

ჩვენი სერვისები:
  •  სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია;
  •  გინეკოლოგიური ტრანსვაგინალური და ტრანსაბდომინალური ექოსკოპია;
  •  სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლეროგრაფიით;
  •  უროლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  •  სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  •  ბიოფსიური მასალის აღება ულტრაბგერითი კონტროლით;
  • ანდროლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ფუნქციური დიაგნოსტიკა და ინსტრუმენტული კვლევები:

  • ზოგადი ექოსკოპიური კვლევები;
  • სახსრების ექოსკოპია;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • 24 საათიანი ეკგ მონიტორინგი (ჰოლტერი);
  • რენტგენოლოგიური კვლევები;
  • გასტროსკოპია;
  • კოლპოსკოპია;
  • დენსიტომეტრია.

მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

ლუბლიანას ქ. 48, 0159
(+995 32) 251 60 60
info@carapsmedline.ge