ENG
GEO

სერვისები

პლასტიკური ქირურგია

დღეს პლასტიკური ოპერაციები თანამედროვე მედიცინის საკმაოდ წარმატებული და პროგრესირებადი მიმართულებაა. ამ ოპერაციების საშუალებით შესაძლებელი გახდა ყბა-სახის, სხეულის, კანის დეფექტების შესწორება, ძველი სილამაზის დაბრუნება და ადამიანებისათვის თავდაჯერებულობის გაძლიერება. თანამედროვე მედიცინა საშუალებას გვაძლევს შევასწოროთ სახის და სხეულის დეფექტები, როგორც ქირურგიული, ასევე თერაპიული მეთოდების საშუალებით. ამ სურვილების ასრულებაში ქალბატონებს და არამარტო ქალბატონებს „კარაპს მედლაინის“ პლასტიკური ქირურგიის განყოფილება დაგეხმარებათ.

პლასტიკური ქირურგიის ისტორია 3 000 წელზე მეტს ითვლის. კლინიკა „კარაპს მედლაინი“ კი ერთ-ერთი პირველი კლინიკაა, რომლისთვისაც დაარსების დღიდან მთავარი მიმართულება ესთეტიკური რეკონსტრუქცია და პლასტიკური ქირურგიაა. კლინიკაში ურთულეს რეკონსტრუქციულ ოპერაციებს ატარებენ ექიმების გუნდი, რომელთა მუშაობა დაფუძნებულია პროფესიონალიზმზე, შედეგებზე და თანამედროვეობაზე.


ჩვენი სერვისები:

  • რინოპლასტიკა;
  • ბლეფაროპასტიკა (ქუთუთოების პლასტიკა);
  • სახის გაახალგაზრდავება ენდოსკოპიური ტექნოლოგიის საშუალებით;
  • ნაწიბურების ამოკვეთა და კანის ადგილობრივი პლასტიკა;
  • ოტოპლასტიკა (ყურის ნიჟარის პლასტიკა);
  • რედუქციული მამოპლასტიკა – მკერდის ზომის დაპატარავება;
  • მასტოპექსია – მკერდის აწევა;
  • მკერდის რეკონსტრუქცია;
  • აბდომინოპლასტიკა (მუცლის წინა კედლის პლასტიკა);
  • ლიპოსაქცია (ჭარბი ცხიმის ამოტუმბვა);
  • რეკონსტრუქციული ქირურგია;
  • სისხლძარღვთა ქირურგია;
  • ინტიმური ქირურგია;
  • “ბოტოქსის” ან “დისპორტის” ინექციები;
  • ბიოთავსებადი გელი;
  • კელოიდური ნაწიბურების მკურნალობა.

დღეს პლასტიკური ოპერაციები თანამედროვე მედიცინის საკმაოდ წარმატებული და პროგრესირებადი მიმართულებაა. ამ ოპერაციების საშუალებით შესაძლებელი გახდა ყბა-სახის, სხეულის, კანის დეფექტების შესწორება, ძველი სილამაზის დაბრუნება და ადამიანებისათვის თავდაჯერებულობის გაძლიერება. თანამედროვე მედიცინა საშუალებას გვაძლევს შევასწოროთ სახის და სხეულის დეფექტები, როგორც ქირურგიული, ასევე თერაპიული მეთოდების საშუალებით. ამ სურვილების ასრულებაში ქალბატონებს და არამარტო ქალბატონებს „კარაპს მედლაინის“ პლასტიკური ქირურგიის განყოფილება დაგეხმარებათ.

მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

ლუბლიანას ქ. 48, 0159
(+995 32) 251 60 60
info@carapsmedline.ge