GEO

სერვისები

საოფისე გინეკოლოგია

კოლპოსკოპია DYSIS აპარატით


კოლპოსკოპია ეს არის დიაგნოსტიკური მეთოდი, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული დათვალიერება და მისი პათოლოგიების აღმოჩენა. კლინიკა კარაპს მედლაინში ეს პროცედურა ტარდება Zeiss-ის ფირმის უახლესი აპარატით,რომელიც აგრეთვე გამოიყენება მაღალი სიზუსტის გამო სასამართლო ექსპერტიზაშიც .

კოლპოსკოპიის აპარატს აქვს უნიკალური შესაძლებლობა საშვილოსნოს ყელის ძმარმჟავით დამუშავების შემდეგ ავტომატურად აღმოაჩინოს დაზიანებული უბანი, რაც საშუალებას იძლევა, რომ მაქსიმალური სიზუსტით მოხდეს დაზიანებული კერის ინტერპრეტაცია და საჭიროების შემთხვევაში ჩარდეს დამიზნებითი ბიოფსია.


საოფისე დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია STORZ-ის აპარატით


ჰისტეროსკოპია არის უმტკივნეულო პროცედურა, სადაც სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოს გამოყენებით ხდება პაციენტის საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება და გამოიყენება საშვილოსნოს დაავადებების (პოლიპი, შეხორცებები, ფიბრომები) დიაგნოსტირებისათვის და მკურნალობისთვის.

საოფისე ჰისტეროსკოპია ახალი ინოვაციური ტექნოლოგიური მეთოდია. ამ მეთოდის გამოყენებით არ ხდება საშვილოსნოს ყელის არხის გაფართოება, არ ესაჭიროება ანესტეზია, სტაციონარში დაყონლება .
STORZ-ის აპარატის გამოყენებით პროცედურა უმტკივნეულოა და გრძელდება 5-10 წუთი. ამ აპარატის საშუალებით პაციენტს შეუძლია დაუდგინოთ ისეთი დაავადებები როგორის არის: საშვილოსნოს ღრუს მიომა, ენდომეტრიოზი, ქრონიკული ენდომეტრიტი, საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიები და სხვა.

ინფექციების დიაგნოსტიკა პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის (PIF) მეთოდით

მეთოდი დამყარებულია ლუმინესცენტულ მიკროსკოპში მიკრობის ვიზუალიზაციაზე. (PIF)მეთოდით ხდება ისეთი ინფექციური დაავადებების გამოვლენა , რომელთა ჩვეულებრივ მიკროსკოპში დანახვა შეუძლებელია. ასეთი: ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა. ეს მეთოდი ერთადერთი, მაღალ მგრძნობიარე ტრიქომონას სადიაგნოსტიკოდ, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ტრიქომონას არატიპიური ფორმები.


ვულვის /საშოს /საშვილოსნოს ყელის კონდილომების CO2-ლაზეროვაპორიზაცია


ადამიანის პაპილომა ვირუსით (HPV) გამოწვეული ვულვის კონდილომები სქესობრივი გზით გადამდები მეტად გავრცელებული დაავადებაა, ამიტომ მათი დროული და ეფექტური მკურნალობა, როგორც კიბოსწინა პროცესის პრევენცია, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ მეთოდის უპირატესობაა რეციდის შემცირება და რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში გამოყენების შესაძლებლობა.


საშვილოსნოს ყელის კონიზაცია CO2-ლაზერის აპარატით


CO2 ლაზერით ქსოვილის კონიზაცია უნიკალური მეთოდია. ოპერაციული ჩარევა ხდება უსისხლოდ და ქსოვილზე პირდაპირი ზემოქმედების გარეშე. ქსოვილზე მიმართული სხივი კვეთავს/ ან აორთქლებს ( მიკროსკოპის და მიკრომანიპულატორის გამოყენებით )არსებულ ატიპიურ უბანს , ამავე დროს პათოლოგიურ მიკროფლორას. უპირატესობა : არ ახდენს უარყოფით გავლენას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, 4-6 კვირაში ხდება რეპარაციული პროცესების დასრულება და ნაწიბურის ჩამოყალიბების გარეშე საშვილოსნოს ყელის სრული აღდგენა .


Atmos Strobo 21 LED - მაღალი სიხშირის რადიოტალღური აპარატი

რადიოტალღური დანით ხდება პათოლოგიური უბნის კონუსისებური ამოკვეთა. ამოკვეთილ ზონაში ტემპერატურა არ აღემატება 45-55 C. არ ხდება სითბური ნეკროზის უბნის გაჩენა და მინიმუმამდეა შემცირებული პოსტოპერაციული ანთების განვითარების რისკი.


საშვილოსნოს ყელის , ვულვის კონდილომების კრიოდესტრუქცია


პროცედურის ჩატარება შესაძლებელია კოლპოსკოპიური კონტროლის ქვეშ ძმარჟავას აპლიკაციის შემდეგ, რაც დაზიანების საზღვრების დადგენის საშუალებას იძლევა. თხევადი აზოტი დაახლოებით 3 წუთში იწვევს სამიზნე ქსოვილის გაყინვას
ეს პროცედურა ტარდება CRY-AC Tracker Cam-ის აპარატით და მისი ხანგრძლივობა 15-12 წუთია.


MonaLiza Touch

ახალი სიტყვა ესთეთიკურ გინეკოლოგიაში MonaLisa Touch, ვულვის და საშოს არაქირურგიული ლაზერული გაახარგაზრდავება-პლატიკა.
თანამედროვე აპარატის დანიშნულებაა :

• მშობიარობის შემდგომ გაფართოებული საშოს (wide vigina) ლორწოვანის ტონუსის აღდგენა
• საშოს სიმშრალის და მტკივნეული სქესობრივი ცხოვრების კორექციის შესაძლებლობა
• მენოპაუზის პერიოდში ესტროგენის დეფიციტით საშოს ატროფიის სინპტომების კორექცია
•სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით ჩატარებული მასტექტომია - ოპერაციის შემდგომ ჰორმონთერაპიის შეუძლებლობის და მის ნაცვლად საშოს სიმშრალის და დისპარეუნიის მკურნალობა MonaLiza Touch რეფრაქტერული ლაზერის გამოყენებით
• სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საშოს კედლების ნაკეცების აღდგენის ხარჯზე
• მსუბუქი ფორმის პროლაფსების /შარდის მსუბუქი სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა.



საოფისე გინეკოლოგიის მიმართულებით მუშაობენ : ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი,დერმატო-ვენეროლოგი , გასტროენტეროლოგი, ნევროპათოლოგი, პათომორფოლოგი. რაც საშვალებას იძლევა ჩატარდეს პაციენტის ჯანმრთელიბაზე ორიენტირებული კონსილიუმი .

მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

ლუბლიანას ქ. 48, 0159
(+995 32) 251 60 60
info@carapsmedline.ge