
ექიმის დეტალები
ეკატერინე ჯაბუა კარაპს მედლაინში კარდიოლოგის პოზიციას 2015 წლიდან იკავებს. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ეკატერინე ჯაბუამ უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტის” სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც დიპლომისშემდგომი სწავლება კარდიოლოგიის მიმართულებით განაგრძო. მისი სპეციალიზაცია ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ კარდიოლოგიურ სერვისს მოიცავს.