ირაკლი პაპასქუა
სისხძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგი, ონკო-მამოლოგი
ექიმის დეტალები
სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ესთეტიური მედიცინის ექსპერტი და საერთაშორისო ტრენერი.
ირაკლი პაპასქუა კლინიკა კარაპს მედლაინის გუნდს 2026 წლიდან შემოუერთდა. მას სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის 27 წლიანი გამოცდილება აქვს.
ექიმმა 2001 წელს მედიცინის აკადემიური დოქტორის სტატუსი მოიპოვა, მოგვიანებით კი, საზღვარგარეთ, ასოცირებული პროფესორი გახდა.
ირაკლი პაპასქუა გახლავთ:
✔️ საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის მოქმედი წევრი
✔️ საქართველოს კოსმეტოლოგიისა და პლასტიკური ქირურგიის ასოციაციის მოქმედი წევრი
✔️საქართველოს ანგიოქირურგთა ასოციაციის მოქმედი წევრი.
კარაპს მედლაინში პაციენტებს, ირაკლი პაპასქუასთან ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურებების მიღება შეუძლიათ:
სისხლძარღვთა ქირურგის კონსულტაცია
სკლეროთერაპია
ლაზერული კოაგულაცია (კაპილარული ქსელის)
ვენური სისტემის დაავადების ყველა ტიპის მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა