
ნინო წერეთელი
ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი
ექიმის დეტალები
ნინო წერეთელი კარაპს მედლაინის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტია. დამთავრებული აქვს ქ.ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიო-სამედიცინო ეკოლოგიის სპეციალობით. დიპლომისშემდგომი განათლება კი, კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის განხრით გაიარა და ექიმ-ლაბორანტის წოდება მიენიჭა. ნინო წერეთლის სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება 30-ზე მეტ წელს ითვლის. პროფესიული განვითარებისთვის ექიმი მუდმივად ესწრება სხვადასხვა სემინარებს, კონფერენციებს და ტრენინგებს.