
ექიმის დეტალები
თორნიკე კალაძე კარაპს მედლაინში კარდიოლოგის პოზიციას იკავებს. ექიმს გულის და კარდიოვასკულარული დაავადებების მიმართულებით დიაგნოსტირების, მკურნალობის და მართვის დიდი გამოცდილება აქვს. განვითარება, პროგრესი, ტექნიკური სიახლეების გაცნობა და შემდგომ მათი პრაქტიკაში დანერგვა მისთვის პრიორიტეტულია. თორნიკე კალაძე მუდმივად ესწრება სხვადასხვა პროფესიულ ტრენინგებს და კურსებს. მისი სპეციალიზაცია ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ კარდიოლოგიურ სერვისს მოიცავს.