GEO
ENG

media center

14 June, 2021 BACK

ინ ვიტრო განაყოფიერების თანამედროვე მიდგომები და უპირატესობები კარაპს მედლაინში

კარაპს მედლაინის ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულება ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიების სრულყოფილ დიაგნოსტირებას და მართვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს.
კლინიკაში ხელმისაწვდომია:

• ენდოსკოპიური ქირურგია
• ენდოკრინოლოგია
• ემბრიოლოგიური ლაბორატორია

თავდაპირველად, ულტრაბგერითი კვლევისა და ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით ხდება ჰორმანული სტატუსის დადგენა, თუ რომელი ჰორმონიდან არის გამოწვეული უშვილობა. პაციენტს ასევე შესაძლებლობა აქვს ოქროს სტანდარტად აღიარებული სადიაგნოსტიკო მეთოდით - ლაპაროსკოპიითა და ჰისტეროსკოპიით ჩაიტაროს საშვილოსნოს გამოკვლევა. შემდგომ იწყება ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესი, რომელიც სამ ეტაპისგან შედგება:

• მოსამზადებელი ეტაპი, რაც საკვერცხეების სტიმულაციას გულისხმობს;
• კვერცხუჯრედის ასპირაცია (ამოღება), განაყოფიერება, გაყინვა;
• ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა.

ლაბორატორიაში ყველა მანიპულაცია დიდი სიზუსტითა და გამჭვრირვალობით ხორციელსრულდება. წყვილს შესაძლებლობა აქვს თვალყური ადევნოს ბიოლოგიური მასალის ინვიტრო განაყოფიერებას და ყოველდღიურად მიიღოს დეტალური ინფორმაცია ემბრიონის შესახებ, რაც მათზე ფსიქოლოგიურად დადებითად აისახება.

ინ ვიტრო განაყოფიერების უპირატესობები კარაპს მედლაინში:

• მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალები;
• უახლესი თაობის აპარატურა;
• დიაგნოსტირების უახლესი მეთოდები, მათ შორის ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკა (PGD კვლევა);
• ბლასტოციდების ანუ 5 დღის ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში, რაც საშვილოსნოში მიმაგრების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის;
• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

6 წლიანი წარმატენული გამოცდილების მქონე ინ ვიტრო განაყოფიერების გუნდს რეპროდუქტოლოგი მანანა ქოჩიაშვილი ხელმძღვანელობს. ემბრიოლოგი, 25 წლიანი გამოცდილების მქონე თურქი სპეციალისტი სუატ უნალია, რომლის საშუალებით კარაპს მედლაინში თანამედროვე ემბრიოლოგიის მიღწევები ინერგება.

BACK