ENG

media center

10 June, 2021 BACK

მაღლკვალიფიციური გინეკოლოგთა გუნდი კარაპს მედლაინში

კარაპს მედლაინის გინეკოლოგიური გუნდის პრიორიტეტი მაღალტექნოლოგიური სერვისების დანერგვა და სამედიცინო განათლების მიმართულებით უწყვეტი მუშაობაა. გინეკოლოგიური მიმართულება დაკომპლეტებულია ქვეყნის წამყვანი სპეციალისტებით, რომლებიც სრული გინეკოლოგიური სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფენ:

  • უშვილობის მკურნალობა; უშვილობის მიზეზის დადგენა ლაპაროსკოპიული და ჰისტეროსკოპიული დიაგნოსტირებით;
  • პლასტიკური ოპერაციები კვერცხსავალ მილებზე; ექტოპიური (გარე) ორსულობის ლაპაროსკოპიული მკურნალობა;
  • საშვილოსნოს კვანძოვანი მიომის ლაპაროსკოპიული მკურნალობა, როგორც ორგანოშემანარჩუნებელი ასევე - რადიკალური მეთოდით;
  • პოსტ-ოპერაციული შეხორცებითი პროცესის ლაპაროსკოპიული მკურნალობა;
  • ენდომეტრიოზის ლაპაროსკოპიული ქირურგიული მკრუნალობა;
  • მცირე მენჯის ღრუს თანდაყოლილი პათოლოგიების ლაპაროსკოპიული მკურნალობა;
  • ჰისტეროსკოპია, რომელიც მოიცავს საშვილოსნოს ღრუში არსებული პოლიპების, ჰიპერპლაზირებული ენდომეტრიუმის და სუბმუკოზური კვანძების ქირურგიული მკურნალობა;
  • საშოს კოსმეტიკური პლასტიკა.


კარაპს მედლაინს თანამედროვე სამედიცინო აპარატურასა და 4K სისტემის აღჭვურვილობას მსოფლიოში ლიდერი კომპანია ენდოსკოპებისა და სამედიცინო ინსტრუმენტების წარმოებაში - Karl Storz აწვდის. აღნიშნული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ოპერაციის მიმდინარეობა მაღალი ხარისხით ჩაიწეროს, რაც ჯანმრთელობის მართვის პროცესის სიზუსტით წარმართვას უზრუნველყოფს.

ენდოსკოპიური გინეკოლოგიის დეპარტამენტს მედიცინის დოქტორი, პროფესორი რამაზ ჩარექიშვილი ხელმძღვანელობს. მან პირველმა დანერგა საქართველოში ენდოსკოპიური გინეკოლოგიური ქირურგია.

კლინიკაში ასევე ხორციელდება საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მისი განვითარების პრევენცია. აღნიშნულ მიმართულებას კარაპს მედლაინში ექიმი გინეკოლოგი, საქართველოს კოლპოსკოპიის ასოციაციის პრეზიდენტი, მადონა ჯუღელი ხელმძღვანელობს.

აღსანიშნავია კლინიკის უწყვეტი მუშაობა სამედიცინო განათლების მიმართულებით, ქვეყანაში ენდოსკოპიური ქირურგიის დარგის უკეთ განვითარებისთვის. სწორედ ამ მიზნით დაარსდა საქართველოს გაერთიანებულ ენდსოკოპისტთა ასოციაცია. ასოციაციის ერთიანი ძალისხმევით შეიქმნა ინოვაციური და უპრეცედენტო პროგრამა ენდოსკოპიურ ქირურგიაში, რომელიც მომავალი თაობის აღზრდას და კვალიფიცირებული კადრების მომზადებას უზრუნველყოფს. სწავლება ხორციელდება ევექსის ჰოსპიტლებისა და კარლ შტორცის სასწავლო ცენტრის მიერ.
BACK