GEO
ENG

media center

13 December, 2021 BACK

მძლავრი და მრავალფეროვანი მამოლოგიური მომსახურება კლინიკა კარაპს მედლაინში

კლინიკა კარაპს მედლაინი პაციენტებს მძლავრ და მრავალმხრივ მამოლოგიურ სერვისს სთავაზობს, რომელიც აერთიანებს პრევენციულ მედიცინას (სკრინინგი), კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ პანელს.

რაც შეეხება ძუძუს პათოლოგიების დიაგნოსტირებას, ჰოსპიტალში გამოიყენება შემდეგი გამოკვლევის მეთოდები:

  • ფიზიკალური გასინჯვა;
  • ულტრასონოგრაფია;
  • მსხვილნემსიანი ბიოფსია.

მკურნალობა თითოეული პაციენტის მიხედვით, ინდივიდუალურად ინიშნება და მოიცავს კონსერვატიულსა და ქირურგიულ ჩარევებს.

ქირურგიული მკურნალობის ძირითადი ორიენტირი ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციაა, სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციულ მედიცინას, ვინაიდან სიმსივნის დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ორგანოს შენარჩუნების ალბათობა იზრდება. კლინიკაში ასევე ტარდება:

  • ონკოპლასტიკური ოპერაციები;
  • მასტექტომია;
  • აღდგენით-რეკონსტრუქციული ოპერაციები;

რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას, ჰოსპიტალში ხორციელდება:

  • სისტემური ქიმიოთერაპია(ოპერაციის წინ-ნეოადიუვანტური; პროფილაქტიკური-ადიუვანტური);
  • ჰორმონოთერაპია;
  • სხივური თერაპია;
  • იმუნოთერაპია;
  • მიზანმიმართული (ტარგეტული) თერაპია.

აღსანიშნავია, მკურნალობის შერჩევაში სხვადასხვა პროფილის ექიმის ჩართულობა, მაგ. ავთვისებიანი სიმსივნის ვერიფიცირების შემდეგ პაციენტის მართვაში მონაწილეობენ მამოლოგი, კლინიკური ონკოლოგი და ონკოქირურგი.

კარაპს მედლაინის მამოლოგიურ მიმართულებას მამოლოგი და ონკოქირურგი, ირაკლი კოხრეიძე ხელმძღვანელობს, რომელსაც გამოცდილება ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აქვს მიღებული, ასევე, იგი ყოველწლიურად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და ნერგავს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.

BACK