GEO
ENG

media center

07 November, 2022 BACK

მუცლის ღრუს თიაქარი - როგორ ვლინდება დაავადება და როგორ ვუმკურნალოთ მას?

1)     რა არის მუცლის თიაქარი და როგორია დაავადების პირველადი სიმპტომები?


მუცლის თიაქარი დაავადებაა, რომლის დროსაც მუცლის ღრუში მდებარე ორგანოები მუცლის ზედაპირზე მუცლის ღრუდან (თიაქრის ხვრელებით) გარეთ გამოდიან.

მუცლის თიაქრის პირველად სიმპტომებს წარმოადგენს:

  • სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა მუცლის წინა კედელზე
  • მუცლის ტკივილი
  • გულისრევა
  • ღებინება
  • ყაბზობა
  • დამახასიათებელი ტკივილი სიარულის, ვარჯიშის, ხველების დროს

 

2)     როგორ ვუმკურნალოთ მუცლის თიაქარს?

 

ქირურგიული ჩარევა თიაქრის აღდგენის ერთადერთი საშუალებაა. თიაქრის აღდგენის ქირურგიული მეთოდის შერჩევისას გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორები:

  • ინდივიდუალური და დიფერენცირებული ქირურგიული მკურნალობის შერჩევა
  • თიაქრის მდებარეობა და ფორმა
  • პათოგენეზი
  • მუცლის კედლის ქსოვილების მდგომარეობა და ზომა
  • თიაქრის დეფექტის ზომა
  • პაციენტის ზოგადი მდგომარეობა
  • თანმხლები დაავადებების არსებობა (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, ალერგია და სხვა...)

 

3)     როგორია მუცლის ღრუს თიაქრის პოსტ-ოპერაციული პერიოდი?

დღესდღეობით, მუცლის ღრუს თიაქრის ოპერაცია როგორც ღია ასევე ლაპაროსკოპიული წესით ტარდება. ლაპაროსკოპიული წესით ჩატარებული ოპერაცია ხასიათდება ნაკლებ ტრავმული, მარტივი სარეაბილიტაციო პერიოდით და ამასთანავე ხელს უწყობს დაავადების რადიკალურ მკურნალობას.

მუცლის ღრუს თიაქრებთან ერთად, გავრცელებულია ჭიპის, საზარდულის ცალმხრივი და ორმხრივი (ძირითადად კაცებში), ბარძაყის (ძირითადად ქალებში) და დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრები. რაც შეეხება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარს, მისი მკურნალობა ჩვენს კლინიკაში  ლაპაროსკოპიული მიდგომით (უსისხლო მეთოდით) ხორციელდება. აღნიშნული მეთოდით ტარდება მანიპულაცია დიდი თიაქრების შემთხვევაშიც. ღია ქირურგიული წესით ჩატარებული  ოპერაცია, დიდი თიაქრების დროს პაციენტისთვის ძალიან ტრავმულია  და თანამედროვე ქირურგიაში იშვიათად გამოიყენება.

 

 

 

BACK