GEO
ENG

media center

27 October, 2022 BACK

საყლაპავის თიაქრები და მისი მკურნალობის გზები

 

  1. რა არის საყლაპავის თიაქარი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?

 

საყლაპავის თიაქარის დროს კუჭის ნაწილი გულმკერდის ღრუში დიაფრაგმაში არსებული ხვრელის გავლით ადის. დიაფრაგმა ფართო, თხელი კუნთების ფენაა , რომელიც გულმკერდსა და მუცლის ღრუს შორის მდებარეობს. საყლაპავის თიაქარი იშვიათად ხასიათდება გამოხატული სიმპტომებით, თუმცა მან შესაძლოა გამოიწვიოს გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსის დაავადება. დაავადების დროს კუჭის მჟავა უკან საყლაპავში ადის. საყლაპავის თიაქარის დროს კი, საყლაპავის ბოლოში არსებული სარქველი სათანადოდ ვერ მუშაობს. ასეთ დროს, შესაძლოა საყლაპავი საკმაოდ დაზიანდეს, დაზიანების მთავარი მიზეზი კუჭის წვენისგან საყლაპავის დაუცველობაა.

 

  1. რა იწვევეს საყლაპავის თიაქარს?

 

საყლაპავის თიაქარის ზუსტი გამომწვევი მიზეზები უცნობია. ძირითადად ის ასაკთან ერთად, დიაფრაგმის დასუსტების შედეგად ან მუცლის ღრუში მაღალი წნევის არსებობის ფონზე ვითარდება.

 

  1. რამდენი სახეობის საყლაპავის თიაქარი არსებობს?

 

საყლაპავის თიაქარის ორი ძირითადი სახეობა არსებობს: მოძრავი და პარა-ეზოგაფული. მოძრავი საყლაპავის თიაქარი - საყლაპავის თიაქარის სახეობაა, რომელიც გულმკერდის ღრუში ზევით-ქვევით მოძრაობს. პარა-ეზოგაფული საყლაპავის თიაქარი - საყლაპავის თიაქარის სახეობაა, რომლის დროსაც კუჭი დიაფრაგმის იმ ხვრელში ადის, სადაც საყლაპავი მილი გადის.

 

  1. როგორ უნდა ვუმკურნალოთ საყლაპავის თიაქარს?

 

მოძრავი საყლაპავის თიაქარის მკურნალობის საუკეთესო მეთოდი ცხოვრების სტილის შეცვლა და მედიკამენტოზური მკურნალობაა. ცხოვრების სტილის შეცვლა კვებითი რაციონის მოწესრიგებას, ხშირად და მცირე ულუფებით კვებას და ბალანსირებულ ფიზიკურ დატვირთვას გულისხმობს. ქირურგიული ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება საჭირო, თუ პაციენტს ხანგრძლივი მედიკამენტოზური მკურნალობის კურსის ჩატარება არ სურს, ან მკურნალობის კონსერვატიულმა მეთოდმა შედეგი არ გამოიღო. რაც შეეხება პარა-ეზოგაფულ საყლაპავის თიაქარს, მისი მკურნალობა ოპერაციით შეიძლება.

 

  1. რა გართულებები შეიძლება მოყვეს საყლაპავის თიაქარს?

 

კუჭის წვენით საყლაპავი მილის ხანგრძლივმა დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს წყლულები, ნაწიბურები და გადააგვაროს საყლაპავი მილის უჯრედები, რაც საყლაპავის კიბოს გაჩენის რისკს ზრდის.

 

BACK