ENG

media center

21 July, 2020 BACK

თანამედროვე ესთეტიკური კოსმეტოლოგიის აღმოჩენა

რა არის ფილერი?
ფილერი ნატურალური ჰიალურონის მჟავის შემცველი შემავსებელი პრეპარატია (Filler - შემავსებელი), რომელიც ავსებს ღრმა ნაოჭებს, ახდენს სახის დაკარგული მოცულობის აღდგენას და ახორციელებს სასურველი ზონის კონტურულ პლასტიკას. ფილერი თანამედროვე ესთეტიკური კოსმეტოლოგიის ნამდვილი აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა ქალბატონებში, ვინაიდან ის ნაოჭების შევსებასა და სახის რემოდელირებას ქირურგიული ჩარევის გარეშე, მარტივად და უმტკივნეულოდ უზრუნველყოფს.

რა ზონებზე გამოიყენება ფილერი?
ფილერი გამოიყენება ცხვირ-ტუჩის, საფეთქლების, შუბლის ზონის ნაოჭების შესავსებად და ყვრიმალების, ნიკაპისა და ქვედა ყბის კორექტირებისთვის. ასევე, ნატურალური ჰიალურონის მჟავის შემცველობის პრეპარატი საუკეთესოა ცხვირის კორექციისა და ტუჩის მოცულობის გაზრდისთვის.

რამდენად უსაფრთხო პრეპარატები გამოიყენება კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალში?
როგორც წესი, პრეპარატის ხარისხს ესთეტიკურ მედიცინაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალში ევროპაში (საფრანგეთი, შვედეთი, გერმანია) დამზადებული ფილერი გამოიყენება, რაც პაციენტებს უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას აძლევს. მაღალია პრეპარატის ეფექტურობაც და მისი მოქმედების ვადა 12-დან 18 თვემდე აღწევს.

რამდენად ხანგრძლივია პროცედურა და როგორია შედეგები?
პროცედურა საკმაოდ მოკლე დროში სრულდება და შეიძლება ითქვას, უმტკივნეულოა. ფილერის შედეგი და ეფექტურობა დამოკიდებულია როგორ პრეპარატის ხარისხზე, ასევე - კოსმეტოლოგის პროფესიონალიზმზე. კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალში პაციენტებს დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი, ნინო გოგიბერიძე ემსახურება. რაც ყველაზე მთავარია,
ფილერის გამოყენება შესაძლებელია სურვილისამებრ 21-წლიდან.
BACK