GEO
ENG

media center

30 June, 2022 BACK

უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი - ინ ვიტრო განაყოფიერება კლინიკა კარაპს მედლაინში

კლინიკა კარაპს მედლაინი უშვილობის პრობლემის მქონე ქალბატონებსა და მამაკაცებს თანამედროვე სამედიცინო რეპროდუქტოლოგიურ პროცედურას, ინ ვიტრო განაყოფიერებას სთავაზობს, რაც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ, ხელოვნურად შერწყმას გულისხმობს.

განაყოფიერების პროცედურა შემდეგ ფაზებს მოიცავს:

  • საკვერცხის სტიმულაცია;
  • საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოტანა;
  • კვერცხუჯრედში სპერმატოზოიდის შეყვანა;
  • ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში.

უშვილობის პრობლემის მქონე მამაკაც-პაციენტებს უტარდებათ ოპერაცია - TESA (სათესლე ჯირკვლიდან სპერმატოზოიდების გამოტანა).

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკაში ინ ვიტრო განაყოფიერება ICSI-ს მეთოდით ხორციელდება, რა დროსაც ემბრიოლოგი, მორფოლოგიური კვლევის საფუძველზე, ირჩევს განაყოფიერების უნარის მქონე კვერცხუჯრედს, მამაკაცის შემთხვევაში ირჩევა ჯანსაღი სპერმატოზოიდი და მხოლოდ შემდგომ ეტაპზე ხდება განაყოფიერება. სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით კარაპს მედლაინში ინ ვიტრო განაყოფიერების დაახლოებით 80-82% დადებითი შედეგით სრულდება.

განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში იმპლანტაციის შემდეგ, ემბრიონის ქრომოსომული ანომალიებისა და სხვადასხვა ფაქტორების გამო, კვლავ არსებობს მისი ვერ შენარჩუნების რისკი. სწორედ ამიტომ, ჰოსპიტალი წარმატებით თანამშრომლობს თურქეთის წამყვან კლინიკასთან და ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანამდე პაციენტებს სთავაზობს მაღალღირებულ დიაგნოსტიკურ კვლევას - PGT-A ტესტს, რაც  ხელოვნურად განაყოფიერებული ემბრიონიდან ბიოფსიური მასალის აღებასა და ემბრიონის გენეტიკური მდგომარეობის შეფასებას გულისხმობს.

ინ ვიტრო განაყოფიერებამდე ქალის რეპროდუქციული ორგანოების საფუძვლიანი გამოკვლევისთვის გარდა სკრინინგული ტესტებისა, გამოიყენება შემდეგი სადიაგნოსტიკო მეთოდები:

  • ჰისტერესკოპია (საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა);
  • ლაპარასკოპია ( მცირე მენჯის ღრუს გამოკვლევა).

იმ პაციენტებს, რომელთა საშვილოსნოშიც ემბრიონის იმპლანტაცია შეუძლებელია, კლინიკა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სუროგაციის პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.

უნდა აღინიშნოს, რომ რეპროდუქტოლოგიურ განყოფილებაში ხორციელდება ინ ვიტრო განაყოფიერებით დამდგარი ორსულობის 35 კვირის ვადამდე მართვა.

კლინიკა კარაპს მედლაინის ინ ვიტრო მიმართულებას რეპროდუქტოლოგი, რადიოლოგი და მეან-გინეკოლოგი - მანანა ქოჩიაშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო რეპროდუქტოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი რეპროდუქტოლოგი, რამაზ ჩარექიშვილია.

BACK