GEO
ENG

Patient

26 November, 2021 BACK
Hydrafacial აპარატი "კარაპს მედლაინისაგან"

კარაპს მედლაინი რიგი დერმატოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად პაციენტებს არატრავმული გაწმენდის უნიკალურ ამერიკულ აპარატს, Hydrafacial - ს სთავაზობს. აპარატს არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა და მისი სარგებლობა ნებისმიერი კანის ტიპის მქონე პაციენტს შეუძლია.

Hydrafacial -ს აქვს სხვადასხვა აგრესიულობის პილინგები, რომელთა შერჩევა ხდება კანის ტიპის მიხედვით. პილინგი ახდენს კოლაგენისა და ელასტინის სტიმულაციას და ხელს უწყობს კანის განახლებას. ამასთან, აპარატს მიზნობრივი გამოყენებისთვის გააჩნია სხვადასხვა მიმართულების შრატები. გამათეთრებელი შრატი, რომელიც C ვიტამინს შეიცავს ეფექტურია  პიგმენტურ ლაქებთან საბრძოლველად, ხოლო ჰიალურონის მჟავით გაჯერებული შრატი წარმატებით გამოიყენება კანის დატენიანებისთვის.  აღსანიშნავია, რომ პაციენტებს, რომელთაც მიდრეკილება აქვთ შეშუპებისკენ, შეუძლიათ ისარგებლონ აპარატის ლიმფოდრენაჟის ფუნქციით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხსნის შეშუპებას სახის მიდამოში.

Hydrafacial წარმატებით გამოიყენება აკნესთან, პიგმენტურ ლაქებთან და ნაოჭებთან საბრძოლველად. პროცედურების ჩატარება შესაძლებელია 1 ან 2 კვირიანი ინტერვალით, ასევე ერთჯერადაც - კანის დატენიანებისა და წმენდისთვის, ვინაიდან იგი, ფაქტობრივად, სახის უინექციო მეზოთერაპიულ პროცედურას წარმოადგენს.

BACK