GEO
ENG

Patient

15 December, 2021 BACK
კარაპს მედლაინი მომხმარებლებს მსოფლიო დონის ფრანგულ ბრენდს, Biologique Recherche-ს სთავაზობს

კლინიკა კარაპს მედლაინი პაციენტებს ფრანგულ ლუქს კლასის ბრენდს, Biologique Recherches სთავაზობს, რომელიც მსოფლიო ბაზარზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს. BR (Biologique Recherches) არის პერსონალიზირებული ბრენდი, რომლის პროდუქცია დამზადებულია ნატურალ ნედლეულზე (არ შეიცავს კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და პარაბინებს) და შეიცავს (98%) აქტიურ ნივთიერებებს, კანის სხვადასხვა ტიპის პრობლემებთან გასამკლავებლად.

BR-ის პროდუქცია გამოიყენება ინდივიდუალურად, პროცედურები და სახლში მოხმარების პროდუქტები ირჩევა პაციენტის კანის მდგომარეობის მიხედვით.

ბრენდს გააჩნია სხვადასხვა ტიპის „ბუსტერები“ რიგ პრობლემებთან გასამკლავებლად:

  • ბუსტერი N1 - ,,Soin Lissant” გამოიყენება მგრძნობიარე და ასაკოვანიკანის მოვლისთვის, ლიფტინგისთვის, მიმიკური ნაოჭების სიღრმის შემცირებისა და წვრილი ნაოჭების ხაზების შევსებისთვის, კანის ღრმა დატენიანებისა და რეგენერაციისათვის;
  • ბუსტერი N2 (ბუსტერი MC110) ნაზად ქერცლავს კანს, ავსებს წვრილ ნაოჭებს აღადგენს კანის სტრუქტურას და აძლევს კანს ერთგვაროვან, მბზინვარე ეფექტს;
  • ბუსტერი N3– ,,Lift CVS” გამოიყენება სახის ოვალის, ყელისა და დეკოლტის მოდელირებისთვის, აუმჯობესებს კანის სტრუქტურასა (ფორები, ნაწიბურები და ა.შ) და ფერს;
  • ბუსტერი N4- პილინგი  ,,Soin exfoliant P50 visage’ - ექსფოლიაცია (მკვდარი უჯრედების აქერცვლა) და ლიფტინგის ეფექტი;
  • ბუსტერი N5 - პილინგი,,Soin masque aux acideside fruits” წმენდს და აღადგენს კანს. გამოიყენება კერატინიზირებული უჯრედების მოსაშორებლად, აკნესკენ მიდრეკილი კანის სამკურნალოდ და კანის რელიეფის გასასწორებლად;
  • ბუსტერი N6 - ,,Seconde Peou” - ბიორევიტალიზაცია ( ბიოსტიმულაცია), ფილერის ეფექტით;
  • ბუსტერი N7 - ,,VipO2” გამოიყენება დეტოქსიკაციისთვის, რევიტალიზაციისთვის, ოქსიგენაციისთვის, ეპიდერმისის სტიმულაციისთვის, კანის გაწმენდისა და ფორების აღსაღდგენად;

კარაპს მედლაინში Biologique Recherche-ის პროდუქციით პროცედურებს BR-ის მიერ ლიცენზირებული ესთეტ-კოსმეტოლოგი, მაია მალიანოვა ატარებს.

BACK