კლინიკა „კარაპს მედლაინი“ ერთ-ერთი პირველი კლინიკაა, რომლის მთავარი მიმართულება ესთეტიკური რეკონსტრუქცია და პლასტიკური ქირურგიაა.
კლინიკაში ურთულეს რეკონსტრუქციულ ოპერაციებს ატარებენ ექიმების გუნდი, რომელთა მუშაობა დაფუძნებულია პროფესიონალიზმზე, შედეგზე და თანამედროვეობაზე. რეკონსტრუქცია და ესთეტიკური ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელია ალექსანდრე კალანტაროვი.
პლასტიკური ოპერაციები თანამედროვე მედიცინის საკმაოდ წარმატებული და პროგრესირებადი მიმართულებაა. ამ ოპერაციების საშუალებით შესაძლებელი გახდა ყბა-სახის, სხეულის, კანის დეფექტების შესწორება და ადამიანებისათვის თავდაჯერებულობის გაძლიერება.
თანამედროვე მედიცინა საშუალებას გვაძლევს შევასწოროთ სახის და სხეულის დეფექტები, როგორც ქირურგიული, ასევე თერაპიული მეთოდების საშუალებით. კლინიკა „კარაპს მედლაინი“ ქალბატონებს და არამარტო ქალბატონებს პლასტიკური ქირურგიის განყოფილება გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:
- რინოპლასტიკა;
- ბლეფაროპასტიკა (ქუთუთოების პლასტიკა);
- სახის გაახალგაზრდავება ენდოსკოპიური ტექნოლოგიის საშუალებით;
- ნაწიბურების ამოკვეთა და კანის ადგილობრივი პლასტიკა;
- ოტოპლასტიკა (ყურის ნიჟარის პლასტიკა);
- რედუქციული მამოპლასტიკა – მკერდის ზომის დაპატარავება;
- მასტოპექსია – მკერდის აწევა;
- მკერდის რეკონსტრუქცია;
- აბდომინოპლასტიკა (მუცლის წინა კედლის პლასტიკა);
- ლიპოსაქცია (ჭარბი ცხიმის ამოტუმბვა);
- რეკონსტრუქციული ქირურგია;
- სისხლძარღვთა ქირურგია;
- ინტიმური ქირურგია;
- “ბოტოქსის” ან “დისპორტის” ინექციები;
- ბიოთავსებადი გელი;
- კელოიდური ნაწიბურების მკურნალობა.