GEO
ENG

Patient

17 December, 2021 BACK
თმის ცვენის მკურნალობის მრავალფეროვანი მეთოდები კარაპს მედლაინში

თმის ცვენა ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა საზოგადოებაში, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის პირობებში, პოსტ-კოვიდ პაციენტებში. გარდა covid-19 - ისა ალოპეცია სხვა მრავალი მიზეზითაა გამოწვეული( ჰორმონალური დარღვევა, გენეტიკური ფაქტორი, სტრესი და ა.შ), კარაპს მედლაინი კი პაციენტებს აღნიშნული პრობლემის ზუსტ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის მრავალფეროვან მეთოდებს სთავაზობს.

დიაგნოსტიკისთვის კლინიკაში გამოიყენება ლაბორატორიული კვლევები და თმის ბოლქვის დერმატოსკოპით დათვალიერება. დიაგნოზის დასმის შემდეგ, დერმატოლოგი პაციენტებს ინდივიდუალურად სთავაზობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებს (ხშირად კომპლექსს) და უდგენს მკურნალობის გეგმას.

თმის ცვენის მკურნალობა ტარდება კურსებად (ძირითადად 3-დან 5 პროცედურამდე), ხოლო მისი სახეები შემდეგნაირია:

  • პლაზმოთერაპია - არსებობს 2 სახის: ჩვეულებრივი და RegenLab პლაზმოთერაპია, რომელშიც არის ძალიან ბევრი ზრდის ფაქტორი და ხელს უწყობს თმის ბოლქვის გაღვიძებას. პროცედურა ტარდება თვეში ერთხელ, ინექციების სახით;
  • თმის მეზოთერაპია - პრეპარატი გაჯერებულია ვიტამინებით და გამოიყენება თმის სტრუქტურის გაჯანსაღებისა და გამკვრივებისთვის;
  • თავის ქალის პილინგი- ქერცლავს გასქელებულ რქოვან უჯრედებს, რომლებიც ხელს უწყობს თმის ღერის ამოსვლას;
  • Hydrafacial (უნიკალური ამერიკული აპარატი)- გამოიყენება კანის ზედაპირული (ექსფოლიაცია) და ღრმა წმენდისთვის (ექსტრაქცია), წარმატებით იყენებენ სებორეულ დერმატიტთან (ქერტლი) საბრძოლველად, რომელიც თმის ცვენის ერთ-ერთი მიზეზია;
  • ჰორმონოთერაპია.

ზემოთ აღნიშნულ მკურნალობის  მეთოდებს კლინიკაში კომპლექსურადაც ხმარობენ. მაგ., კოვიდ გადატანილ პაციენტებში კარგი შედეგი აქვს მეზოთერაპიის, პლაზმოთერაპიისა და Hydrafacial-ის ერთობლივ გამოყენებას.  ასევე, აღსანიშნავია მკურნალობის პროცესში სხვა პროფილის ექიმის ჩართულობა, მაგ., ჰორმონალური დისბალანსით განპირობებული ალოპეციის დროს ჰორმონოთერაპიას ნიშნავს ენდოკრინოლოგი.

კლინიკა კარაპს მედლაინში თმის ცვენის საწინააღმდეგო პროცედურებს ატარებენ ლიცენზირებული დერმატო-კოსმეტოლოგები, ნინო გოგიბერიძე და მარინა ოჟოგინა.

BACK