„კარაპს მედლაინში“ ახალი სამედიცინო სერვისი ხელოვნური განაყოფიერება (in vitro) დაინერგა.
მაისში უკვე ხელოვნური განაყოფიერების პროცედურები პირველ პაციენტებს ჩაუტარდათ. კლინიკა „კარაპს მედლაინში“ ინ ვიტრო განყოფილებას ხელმძღვანელობენ: რამაზ ჩარექიშვილი, მანანა ქოჩიაშვილი და თურქეთიდან ჩამოყვანილი პროფესორი ემბრიოლოგი სუატ უნალი, რომელსაც 15 წლიანი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. საქართველოშიხელოვნური განაყოფიერების ფუძემდებელი - არჩილ ხომასურიძე კლინიკა „კარაპს მედლაინის“ კონსულტანტია ინ ვიტროს მიმართულებით.