ENG
GEO

მედია ცენტრი

22 აგვისტო, 2022 უკან

ინექციური მეთოდები მაღალი ხარისხით ,,კარაპს მედლაინის’’ ვაკის ფილიალში

,,კარაპს მედლაინის’’ ვაკის ფილიალი, მომხმარებლებს  ესთეტიკური მომსახურეობის სრულ სპექტრს სთავაზობს. კლინიკის  ერთ-ერთი მთავარი  მიმართულება დერმატოლოგია და კოსმეტოლოგიაა, რომელიც როგორც ორგანიზმის შიდა დარღვევების და კანის დაზიანებების დიაგნოსტიკა-მკურნალობას, ასევე ესთეტიკურ სილამაზეზე ზრუნვას აერთიანებს. კოსმეტოლოგიური მიმართულებით კლინიკაში სხვადასხვა  ინექციური პროცედურები ტარდება, რომელთა წარმატებულ  შედეგებს  კვალიფიციური ექიმები, შესრულების ტექნოლოგია და ხარისხიანი პრეპარატები განაპირობებეს. 

ინექციური პროცედურები ,,კარაპს მედლაინში’’:

  • ბიორევიტალიზაცია;
  • მეზოთერაპია;
  • პლაზმოლიფტინგი;
  • ბოტულინოთერაპია;
  • ფილერი;


ბიორევიტალიზაცია
ბუნებრივ გაცოცხლებას ნიშნავს და კანის ბუნებრივი გზით გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს. პროცედურის დროს, კანისა და კანქვეშა ქსოვილების ჰიალურონის მჟავით გაჯერება და ფიბრობლასტების ფუნქციონირების სტიმულირება ხდება. პროცედურა ღრმა დატენიანებას, ნაოჭების შევსებას, კანის სტრუქტურის გაახალგაზრდავებას, ელასტიურობის აღდგენასა და პიგმენტაციის შემცირებას უზრუნველყოფს. ბიორევიტალიზაციის ჩატარება შესაძლებელია ისეთ ზონებზე როგორებიცაა:  სახე, ყელი, დეკოლტე, ხელისა და იდაყვის მიდამოები.

მეზოთერაპია  პროცედურაა, რომლის დროსაც კანქვეშაქსოვილებშისხვადასხვაპრეპარატის, კოქტეილისადავიტამინისშეყვანახდება. პროცედურის  შედეგად, კანის შუა შრეკოლაგენის გამომუშავებას და გაახალგაზრდავებას იწყებს. ინექციური მეთოდი ხელს უწყობს კანის გაჯერებას აუცილებელი ვიტამინებით, მინერალებით, ამინომჟავებითა და ანტიოქსიდანტებით.

პლაზმოლიფტინგი აუმჯობესებს კანისსტრუქტურასა და ელასტიურობას, ზრდის ტენიანობას და სიმკვრივებს, ახდენს ნაოჭების კორექციასა და ნაადრევი დაბერების პრევენციას ამავდროულად აღადგენს ტონს. პროცედურა გამაახალგაზრდავებელი, და სამკურნალო ეფექტით გამოირჩევა. პლაზმოლიფტინგი გამოიყენება მწვავე აკნეს მკურნალობისთვის. აღსანიშნავია, რომ პროცედურის უპირატესობას რეაბილიტაციის მოკლე პერიოდი წარმოადგენს. პლაზმოთერაპია უზრუნველყოფს კანის ზედაპირს სიგლუვეს და არ იწვევს ალერგიას.  

ბოტულინოთერაპია მიმიკური ნაოჭების კორექციას ნიშნავს და მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ არაქირურგიულ პროცედურას წარმოადგენს. მიმიკური ნაოჭები სხვადასხვა ასაკში ყველაზე მძაფრად თვალების ირგვლივ და შუბლის მიდამოში ჩნდება. მათი კორექციის საუკეთესო საშუალება კი ბოტოქსია, რომელიც ერთ-ერთი უსაფრთხო პრეპარატია. მისი ინექცია არ საჭიროებს  ანესთეზიას  და არ ტოვებს კვალს სახის კანზე პროცედურის შემდეგ.

ფილერი (შემავსებლებიფილერი ნატურალური ჰიალურონის მჟავის შემცველი შემავსებელი პრეპარატია, რომელიც  კანის დატენიანებას უზრუნველყოფს. ფილერის საშუალებით შესაძლებელია ღრმა ნაოჭების ამოვსება და ვიზუალურად მათი გაქრობა. შემავსებელი ეფექტი, საშუალოდ, 1 წლის განმავლობაში ნარჩუნდება.

ინექციური მეთოდების ჩასატარებლად ,,კარაპს მედლაინის’’ ვაკის ფილიალში მაღალი ხარისხის, ევროპული პრეპარატები გამოიყენება როგორებიცაა:  Restylane Vital, Restylane Vital light, Jalupro HMW, Juvederm Volite და Belotero Hydro. კონკრეტული პრეპარატის შერჩევა პაციენტის სახის კანის ტიპზე, ასაკსა და მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
უკან