ENG
GEO

მედია ცენტრი

15 ივნისი, 2020 უკან

კარაპს მედლაინის ახალი ფილიალი ახლა უკვე ვაკეში

11 ივნისს კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალი გაიხსნა. საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებით შექმნილი ესთეტიკური კლინიკა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს პლასტიკური ქირურგიის, ესთეტიკური გინეკოლოგიის, კოსმეტოლოგიის, ფსიქოლოგიისა და სხეულის გაჯანსაღებაზე ორიენტირებული თერაპიის სერვისებით. თანამედროვე მედიცინის ტექნოლოგიები, პერსონალური სერვისები და განსხვავებული მიდგომები სამედიცინო და ესთეტიკური სერვისების ერთ სივრცეში მიღების საშუალებას იძლევა.

ზ. ფალიაშვილის N41-ში მდებარე კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალში პლასტიკური ქირურგიის მიმართულებას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალექსანდრე კალანტაროვი ხელმძღვანელობს. პაციენტებს პლასტიკურ ოპერაციამდე შეუძლიათ ისარგებლონ ინოვაციური სერვისით, რომელიც სასურველი ორგანოს 3D მოდელირებას გულისხმობს, რაც მეტ კომფორტსა და უკეთეს შედეგს უზრუნველყოფს.

ესთეტიკური გინეკოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს საოფისე გინეკოლოგიის ხელმძღვანელი, კოლპოსკოპიის ფედერაციის უფროსი მადონა ჯუღელი. სიახლეს წარმოადგენს უახლესი თაობის რევოლუციური აპარატი MonaLisa Touch-ი, რომელიც უკონკურენტო ლაზერული მეთოდია საშვილოსნოს ყელის გაახალგაზრდავებისთვის, ასევე - პოსტმენოპაუზური სიმპტომების სამკურნალოდ.

პერსონალური და სრულიად ახალი სერვისია სხეულის გაჯანსაღებაზე ორიენტირებული თერაპია, რომელიც სპა პროცედურებსა და მასაჟს აერთიანებს და პაციენტებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის შემუშავებას ინდივიდუალურად გულისხმობს.

კოსმეტოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენერები, რომლებიც პერსონალიზებულ მოვლას სთავაზობენ პაციენტებს. უახლესი თაობის დიაგნოსტიკის აპარატი საშუალებას იძლევა, საფუძვლიანად მოხდეს კანის სტრუქტურის შესწავლა და განისაზღვროს მკურნალობა.


ესთეტიკურ კლინიკაში მოქმედებს კონსიერჟის სერვისიც, რაც პაციენტებისთვის
შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაგეგმას ითვალისწინებს. კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალი ზრუნავს მომხმარებლების ინტერესებზე და სამედიცინო, ესთეტიკურ თუ გამაჯანსაღებელ სერვისებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, მაღალი ხარისხით გთავაზობთ.
უკან