ENG
GEO

მედია ცენტრი

26 ივლისი, 2021 უკან

„კარაპს მედლაინის“ ტრავმატოლოგიური განყოფილების წარმატების ფორმულა - პაციენტის ადრეული რეაბილატაცია, რომელიც იწყება პირველი დღიდან და გაწერის შემდეგაც გრძელდება

კლინიკა “კარაპს-მედლაინის“ ტრავმატოლოგიური განყოფილება გამოირჩევა ყველა პაციენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, თბილი ატმოსფეროთი და მაღალკვალიფიციური სერვისით. პაციენტს ემსახურება განყოფილების მაღალკვალიფიციური მედპერსონალი, თანამედროვე უახლოესი ტექნიკური აღჭურვილობა და კვალიფიკაცია, რომელიც შეესაბამება საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკის სტანდარტებს.


ტრავმატოლოგიური განყოფილების წარმატების ფორმულაა პაციენტის ადრეული რეაბილატაცია, რომელიც იწყება პირველი დღიდან და გრძელდება გაწერის შემდეგაც.


განყოფილება პაციენტს სთავაზობს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტირებას, კონსერვატიულ მკურნალობასა და საჭიროებისამებრ ოპერაციულ ჩარევას:

  • ინფიცირებული და არაინფიცირებული ყალბი სახსრების ოპერაციული მკურნალობა;
  • პოსტტრავმული და თანდაყოლილი კიდურების დეფორმაციების საკორექციო ოპერაციები;
  • გრძელი ძვლების პოსტტრავმული და ცეცხლნასროლი დიაფიზარული დეფექტების ოპერაციული მკურნალობა;
  • სახსრების ენდოპროტეზირება;
  • ტერფის პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციის მკურნალობა;
  • კიდურების დაგრძელება აპარატული მეთოდების გამოყენებით, კიდურების დამოკლება, ოთხივე კიდურის დაგრძელება ქონდროდისტროფიის დროს;
  • სპორტული მედიცინა, მხრის ამოვარდნილობების ოპერაციული მკურნალობა;
  • ყველა ტიპის ოსტეოსინთეზები;
  • ქუსლის ძვლის ცეცხლნასროლი და ტრავმული დეფექტების ოპერაციული მკურნალობა.


აღსანიშნავია, რომ პაციენტისთვის გამოიყენება მხოლოდ მაღალხარისხიანი და ძვირადღირებული იმპლანტები (სახსრების ენდოპროთეზები, სხვადასხვა მეტალოკონსტრუქციები).
უკან