GEO

მედია ცენტრი

12 აპრილი, 2021 უკან

კლინიკა „კარაპს მედლაინი“ პაციენტს უშვილობის პრობლემის გადაწყვეტაში განსაკუთრებულ და ინდივიდუალურ მკურნალობას სთავაზობს

უშვილობის პრობლემის აღმოსაფხვრელად პაციენტს მკურნალობის განსაკუთრებულ და ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობს კლინიკა „კარაპს მედლაინის“ ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების მედპერსონალი, რომლის ხელმძღვანელია მანანა ქოჩიაშვილი.
წყვილს, რომელსაც უშვილობის პრობლემა აწუხებს და ინ ვიტრო განაყოფიერებას გადაწყვეტს, შესაძლებლობა აქვს სპეციალური სივრცის „ფანჯრიდან“ ყოველდღიურად თვალყური ადევნოს, თუ როგორ ახდენს ემბრიოლოგი მათივე ბიოლოგიური მასალის ინვიტრო განაყოფიერებას. ამასთან, პაციენტი ყოველდღიურად ღებულობს დეტალურ ინფორმაციას ემბრიონის შესახებ, რაც მასზე ფსიქოლოგიურად დადებითად აისახება.

კლინიკაში ყველა პაციენტის მიმართ მკურნალობა ინდივიდუალურად მიმდინარეობს და თითოეული მათგანის პრობლემის შესწავლა კონკრეტული „ქეისით“ ხორციელდება. ულტრაბგერითი კვლევისა და ლაბორატორიული ანალიზების სრული სპექტრის მონაცემების შედეგად, ხდება ჰორმანული სტატუსის დადგენა, თუ რომელი ჰორმონიდან არის გამოწვეული უშვილობა. ამის შემდეგ პაციენტს შესაძლებლობა აქვს საშვილოსნოს დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი გამოიყენოს და ენდოსკოპისტის მიერ ლაპაროსკოპიით და ჰისტეროსკოპიით მოხდეს დიაგნოსტიკა.

კლინიკა „კარაპს მედლაინი“ პაციენტს უშვილობის დიაგნოსტიკისა და ინ ვიტრო განაყოფიერების სრულ სერვისს სთავაზობს:

  • ენდოსკოპიური ქირურგია
  • ენდოკრინოლოგია
  • მაღალი დონის ემბრიოლოგიური ლაბორატორია

და რაც მთავარია, პაციენტს ემსახურება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი, რომელიც შედეგზე ორიენტირებულად მუშაობს. გუნდთან ერთად პაციენტს ემსახურება გამოცდილი ემბრიოლოგი სუატ უნალი, რომელიც „ევექსი ჰოსპიტლებმა“ თურქეთიდან საქართველოში დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალურად ჩამოიყვანა, ის დღემდე აგრძელებს მუშაობას. მნიშველოვანი ფაქტია, რომ ამ ხნის განმავლობაში მან ორი ქართველი ემბრიოლოგი „აღზარდა“ და ამჟამად, ერთად აგრძელებენ მუშაობას.
ექსვწლიანი მოღვაწეობის შედეგად კლინიკა „კარაპს მედლაინის“ მედპერსონალის გუნდმა ინ ვიტრო განაყოფიერების თვალსაზრისით ისეთ შედეგს მიაღწია, რომ ყოველი 100-დან 75-76 ქალბატონის შემთხვევაში ორსულობის შედეგი დადებითია.

ინ ვიტრო განაყოფიერება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: მოსამზადებელი ეტაპი, რაც გულისხმობს პაციენტის საკვერცხეების სტიმულაციას, კვერცხუჯრედის ასპირაცია (ამოღება), განაყოფიერება, გაყინვა. საშვილოსნოს ღრუში გადატანა.

„კარაპს მედლაინის“ ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების ფორმულაა:

  • პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური და დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტები
  • დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდები, მათ შორის ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკა (PGD კვლევა)
  • ბლასტოციდების ანუ 5 დღის ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში, რაც უზრუნველყოფს საშვილოსნოში მიმაგრების მეტ შანსს
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურა და პაციენტზე ორიენტირებული ინდივიდუალური მომსახურება
უკან