ENG
GEO

მედია ცენტრი

10 ოქტომბერი, 2022 უკან

ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია კლინიკა კარაპს მედლაინში

კლინიკა კარაპს მედლაინი პაციენტებს ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის მინი ინვაზიურ ქირურგიულ მკურნალობას - ლაპარასკოპიულ ქოლეცისტექტომიას სთავაზობს. ამ ოპერაციის დროს მუცლის წინა კედელზე კეთდება 2 მცირე განაკვეთი და შემდგომ სპეციალური ვიდეო მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა.

ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომიის ჩვენებაა ნაღვლის ბუშტის შემდეგი პათოლოგიები:

  • ნაღველ კენჭოვანი დაავადება;
  • ნაღვლის ბუშტის პოლიპები;
  • მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი;
  • ნაღვლის ბუშტის სიმსივნური წარმონაქმნები და ა.შ


აღნიშნული მეთოდით მკურნალობას რიგი უპირატესობები გააჩნია:

  • ოპერაციის ხანგრძლივობა ხანმოკლეა და გრძელდება 15-დან 20 წუთამდე;
  • მინი ინვაზიურობის გამო მინიმუმადეა დაყვანილი ტკივილის შეგრძნება და ტრავმული ფაქტორები;
  • რეაბილიტაციის პერიოდი ხანმოკლეა და პაციენტი ოპერაციიდან მეორე დღეს ეწერება ბინაზე;
  • მცირე ზომის განაკვეთის წყალობით კი დადებითია კოსმეტიკური ეფექტი.


გარდა აღნიშნული უპირატესობებისა, უნდა აღინიშნოს კარაპს მედლაინის მდიდარი მატერიალური ბაზა (უახლესი ტექნოლოგია და სპეციალური ინსტრუმენტები), რომლის საშუალებითაც ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომიის ჩატარება არც ერთი პაციენტისთვის არ წარმოადგენს უკუჩვენებას. აღნიშნული ოპერაცია წარმატებით სრულდება ისეთ პაციენტებშიც, რომელთაც ჩატარებული აქვთ ოპერაცია მუცლის ღრუზე ღია წესით, რის შემდეგაც მუცლის ღრუში ვითარდება შეხორცებები, ხოლო კლინიკაში სპეციალური დამხმარე ინსტრუმენტების მეშვეობით ხორციელდება შეხორცებების დაშლა და შემდგომ ლაპარასკოპიული მეთოდით ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა.

კარაპს მედლაინის ზოგადი ქირურგიის განყოფილების მაღალკვალიფიციურ გუნდს, რომელიც ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და ეცნობა მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, ხელმძღვანელობს მედიცინის დოქტორი და ზოგადი ქირურგი, დავით ელგანდაშვილი.

 

უკან