ENG
GEO

მედია ცენტრი

15 ივლისი, 2022 უკან

მე მალე დედა გავხდები, მე შენ აუცილებლად გნახავ !

მსოფლიოში უნაყოფობის პრობლემა კვლავ აქტიურად დგას. თუმცა სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მედიცინის განვითარებასთან ერთად,  იზრდება შესაძლებელობები, როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარების და სრულფასოვანი მკურნალობის, ასევე განაყოფიერების სხვადასხვა მეთოდების დანერგვის მიმართულებით, რაც ქალებს საშუალებას აძლევს ხანგრძლივი უშვილობის შემდეგ, დედობის ბრწყინვალე გრძნობა გამოსცადონ. ინ ვიტრო განაყოფიერება მეცნიერების და ხელოვნების სინთეზია, მისი დახმარებით დედობის სიხარულს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ქალი ეზიარება.

13 წლიანი ლოდინის შემდეგ, 42 წლის ასაკში მადონა ოლქიაშვილი (დოკი) კატერინას (კატოს) დედა გახდა.


მადონა პროფესიით მომღერალია, დაოჯახების შემდეგ, შვილთან შეხვედრას განსაკუთრებით ელოდებოდა, თუმცა ორსულობა არ დგებოდა. ექიმებთან ვიზიტი, სხვადასხვა გამოკვლევაზე სიარული, მიზეზების ძიება და ბრძოლა შვილოსნობისთვის ეს ის გზა გახლავთ, რომელიც მადონამ ინ ვიტრო განაყოფიერებამდე გაიარა.


,,გარკვეული პერიოდის შემდეგ, თავს იმედგაცრუებულად ვგრძნობდი, თითქოს დავნებდი მაგრამ შინაგანი ენერგია, რომელსაც დედობის ინსტინქტს ვეძახი და რომელიც ყველა ქალში ცხოვრობს დანებების უფლებას არ მაძლევდა. ასაკი მემატებოდა, დრო გადიოდა. აქტიურად დავიწყე ექიმების მოძებნა, მათზე ინფორმაციის შეგროვება და ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის თანხის შეგროვება. მეგობრების ინიციატივით კონცერტი გავმართე,  სადაც ჩემი ახალი სიმღერა ‘’დედაშვილობა’’ შევასრულე. კონცერტის შედეგად შეგროვებული თანხით, ,,კარაპს მედლაინში’’ მანანა ქოჩიაშვილთან მივედი. მანანა ექიმს ყველაფრის შესახებ გულწრფელად ვესაუბრე, მოვუყევი კონცერტის, ჩემი სიმღერის შესახებ და სახლში დავბრუნდი. დამატებითი ფინანსები მჭირდებოდა, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა, ჩემი გონება ამ ფიქრებით იყო მოცული, როცა მანანა ექიმმა დამირეკა და მითხრა შენი სიმღერა მოვისმინე არა მარტო მე, არამედ  ,,კარაპს მედლაინის’’ მთელმა გუნდმა და გადავწყვიტეთ ხარჯები, რომელიც  ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის გაკლდება კლინიკამ თავის თავზე აიღოსო. მკურნალობას მეორე დღესვე შევუდექი, ჩავიტარე ჰისტეროსკოპია, გავიკეთე ანალიზები,  უშვილობის გამომწვევი მთავარი მიზეზი საშვილოსნოს ღრუს მდგომარეობა იყო, რომელიც მკურნალობის დროს თანდათანობით გამოსწორდა. ერთი წლის შემდეგ, ემბრიონის პირველივე გადატანა წარმატებით დასრულდა და გოგონაზე დავრჩი ორსულად.


დღეს კატერინა (კატო) 2 წლის და 10 თვისაა. სიტყვებით რთულია გადმოვცე ის გრძნობები და ემოციები, რასაც კატოს დანახვისას ყოველ ჯერზე განვიცდი. კარგად მახსოვს, სანამ ემბრიონის გადასატანად შევიდოდი, თვალი მოვკარი დაფას თვითნებურად ავიღე მარკერი, დავხატე გული, დიდი ასოებით დავწერე მე მიყვარს ,,კარაპს მედლაინი’’ , შემდეგ შემოვბრუნდი და ჩემს წინ მდგომ ინ ვიტრო განყოფილების გუნდს ვუთხარი მე მალე დედა გავხდები.


მე ეს პირობა ,,კარაპს მედლაინის’’ ინ ვიტრო მიმართულების გუნდთან და მანანა ქოჩიაშვილთან ერთად შევასრულე.

 

უკან