ENG
GEO

მედია ცენტრი

30 ივნისი, 2021 უკან

საოფისე გინეკოლოგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელმაც შეცვალა გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობა

კლინიკა „კარაპს მედლაინის“ საოფისე გინეკოლოგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელმაც შეცვალა გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობა. პაციენტს, რომელსაც გინეკოლოგიური ჩივილები აწუხებს შეუძლია მიმართოს საოფისე გინეკოლოგს და სწრაფი დახმარება აღმოუჩინოს. ვინაიდან, არის შემთხვევები, როცა მკურნალობა სწორედ საოფისეგინეკოლოგიის პირობებშია შესაძლებელი და არ საჭიროებს დიდ ქირურგიულ ოპერაციას.


საოფისე გინეკოლოგია შესაძლებელს ხდის ჰისტეროსკოპიული ოპერაციების ჩატარებას ოფისში, უმთავრესად - ყოველგვარი გაუტკივარების გარეშე. ასეთი ტიპის ოპერაციისთვის პაციენტის სტაციონარში მოთავსება საჭირო არ არის. ოპერაციის შემდეგ, პაციენტს სხეულზე ნაწიბურები არ აღენიშნება.


საოფისე გინეკოლოგია პაციენტს შემდეგი სახის მომსახურებას სთავაზობს:
  • კომბინირებული კოლოსკოპია - ZEISS კოლპოსკოპით და სპეტქრული, ავტომატურიდაკიდირებულირუქისმეშვეობითჩატარებულიგამოკვლევა DYSIS კოლპოსკოპით
  • საოფისე დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია STORZ-ის აპარატით
  • ინფექციების დიაგნოსტიკა პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის (PIF) მეთოდით (DIF ASSAY)
  • ვულვის /საშოს /საშვილოსნოს ყელის კონდილომების CO2-ლაზეროვაპორიზაცია
  • საშვილოსნოს ყელის კონიზაცია CO2-ლაზერის აპარატით
  • ATMOS STROBO 21 LED - მაღალი სიხშირის რადიოტალღური აპარატი
  • საშვილოსნოს ყელის, ვულვის კონდილომების კრიოდესტრუქცია
  • MonaLisa Touch - ვულვის და საშოს არაქირურგიული ლაზერული გაახალგაზრდავება-პლასტიკა
  • Pap test, HPV გენოტიპირენა, ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევა პაპანიკოლაუს მეთოდით

კლინიკა „კარაპს მედლაინის“ საუკეთესო მომსახურებას გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ექიმები და, ასევე, უმაღლესი ხარისხის ტექნიკა განაპირობებს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კლინიკაში საოფისე გინეკოლოგიის მიმართულებით მუშაობენ: ფსიქოლოგი, რადიოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ნევროპათოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი და პათომორფოლოგი. შედეგად, ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ ჩავატაროთ პაციენტის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული კონსილიუმი.


კლინიკა აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატებით. სიახლეს წარმოადგენს რევოლუციური აპარატი MonaLisa Touch-ი, რომელიც უკონკურენტო ლაზერული მეთოდია საშვილოსნოს ყელის გაახალგაზრდავებისთვის, ასევე - პოსტმენოპაუზური სიმპტომების სამკურნალოდ


საოფისე გინეკოლოგიის უპირატესობები:
  • საოფისე გინეკოლოგიის პირობებში, ოპერაციული ჩარევების შედეგად გამოწვეული გართულებების რაოდენობა ნულს მიუახლოვდა.
  • საოფისე გინეკოლოგიის დახმარებით, ხშირ შემთხვევაში, პაციენტს შეუძლია, რომ ჩვეულებრივი სამუშაო დღის შემდეგ მივიდეს გინეკოლოგიურ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდება მკურნალობა და 15-20 წუთის შემდეგ წავიდეს სახლში. პაციენტი მეორე დღესვე სამსახურში წასვლას შეძლებს. გარდა ამისა, თუ პაციენტი ვარჯიშობს, ვარჯიშის გამოტოვებაც კი არ მოუწევს მას.
უკან