ENG
GEO

მედია ცენტრი

21 ივნისი, 2022 უკან

სიმულტანური ოპერაციები კლინიკა კარაპს მედლაინში

კლინიკა კარაპს მედლაინი ყველა ასაკის მომხმარებელს თანამედროვე ქირურგიულ მიდგომას, სიმულტანურ ოპერაციებს სთავაზობს, რაც სხვადასხვა სახეობის ოპერაციების ერთდროულად, ერთჯერადი ნარკოზის ქვეშ ჩატარებას გულისხმობს. ლაპარასკოპიული მეთოდის დანერგვამ შესაძლებელი გახადა სხვადასხვა ორგანოთა სისტემის პათოლოგიების ერთდროულად მკურნალობა. კლინიკაში შესაძლებელია როგორც გინეკოლოგიური, ისე ზოგად ქირურგიული ოპერაციების კომბინირებული განხორციელება. სიმულანტური ოპერაციები ხორციელდება სამი მიმართულებითაც, სადაც აღნიშნულ ჩამონათვალს ემატება პლასტიკური ქირურგია.

შესაბამისად კარაპს მედლაინში  ხორციელდება შემდეგი ოპერაციების კომბინაცია:

  • საკვერცხის კისტისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაცია;
  • საშვილოსნოს ფიბრომისა და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების ქირურგიული მკურნალობა;
  • საშვილოსნოს მიომისა და სარძევე ჯირკვლის პლასტიკური ოპერაცია;
  • საკვერცხის კისტის, ნაღვლის ბუშტისა და ცხვირის პლასტიკური ქირურგია და ა.შ.

სიმულტანური ოპერაციების ჩასატარებლად ჰოსპიტალი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკური ბაზითა და ადამიანური რესურსებით. ოპერაციის დაგეგმვამდე პაციენტი გადის ყველა საჭირო შემოწმებას და მხოლოდ სრულფასოვანი გამოკვლევის შემდეგ იწყება საოპერაციო მომზადება.

სიმულტანურ ოპერაციებს რიგი უპირატესობები გააჩნია. პირველ რიგში, ის რომ ოპერაციები ერთმანეთთან თავსებადია და ერთდროულად რამდენიმე პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი.  ლაპარაკოსპიული, მინი ინვაზიური მეთოდის წყალობით კი პოსტ-ოპერაციული პერიოდი ხანმოკლეა და პაციენტი მალე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ბუნებრივია, შემცირებული სტრესისა (რაც ახლავს ყველა ოპერაციას) და ოპერატიულობის გარდა, სიმულტანური ოპერაცია პაციენტისთვის ფინანსურადაც მომგებიანია.

კლინიკა კარაპს მედლაინი ყველა საჭირო სერვისსა და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს ერთ სივრცეში აერთიანებს, რომლებიც პაციენტისთვის შესაბამისი მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევასა და თანამედროვე პროტოკოლებით გათვალისწინებულ მკურნალობას უზრუნველყოფენ. გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანლის, რამაზ ჩარექიშვილის თქმით, ჰოსპიტალში თვეში მინიმუმ 6 სიმულტანური ოპერაცია ხორციელდება.

უკან