ENG
GEO

მედია ცენტრი

07 ივლისი, 2022 უკან

სხეულის კორექციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება - ლიპოსაქცია კლინიკა კარაპს მედლაინში

კლინიკა კარაპს მედლაინი მომხმარებლებს სხეულის კონტურების კორექციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას - ლიპოსაქციას სთავაზობს. პროცედურა ცხიმოვანი გროვების ვაკუუმით მოშორებას გულისხმობს და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სხეულის ზოგიერთ მიდამოში  ჭარბი ცხიმის დაგროვება აღენიშნება და, ამასთანავე, შენარჩუნებული აქვს სხეულის ნორმალური წონა, ფორმა და კანის ელასტიურობა.

ლიპოსაქცია კეთდება შემდეგ ზონებში:

  • მხრები;
  • მკერდი;
  • მუცელი;
  • ზურგი;
  • თეძოები;
  • ყელი;
  • წვივები;
  • ბარძაყები;
  • მუხლები.

კლინიკაში პროცედურა როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი გაუტკივარებით ტარდება,  ხოლო მათი შერჩევა დამოკიდებულია ოპერაციის მოცულობაზე. ცხიმის მოცილება კანზე 3-5 მმ-იანი ნახვრეტიდან ხორციელდება, წვრილი კანულისა და სპეციალური ამომქაჩველის საშუალებით. პროცედურის დასრულების შემდეგ, კანი კოსმეტიკური ნაკერით იკერება ისე, რომ ნაწიბური არ დარჩეს. ლიპოსაქციის ხანგრძლივობა სხეულზე არსებული ცხიმის მოცულობაზეა დამოკიდებული და საშუალოდ 30 წუთიდან 3 საათამდე გრძელდება.

რაც შეეხება ოპერაციის შემდგომ პერიოდს, ჰემატომებისა (სისხლჩაქცევა) და ჩამოკიდებული კანის პროფილაქტიკის მიზნით, საშუალოდ 1 თვის მანძილზე აუცილებელია სპეციალური კომპრესიული ბანდაჟის ტარება. რეაბილიტაციის პროცესი მარტივია და პაციენტისთვის განსაკუთრებულ დისკომფორტს არ წარმოადგენს. ოპერაციიდან მეორე დღესვე პაციენტი უბრუნდება სოციალურად აქტიურ ცხოვრებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ასაკთან ერთად ქვეითდება კანის ელასტიურობა, შესაბამისად ლიპოსაქციის შედეგები განსხვავებული იქნება ხანდაზმული და ახალგაზრდა ასაკის პაციენტებისთვის.

პროცედურა არ არის რეკომენდებული იმ პირებისთვის, რომელთაც სისხლის მიმოქცევის პრობლემები და ფილტვის სხვადასხვა დაავადებები აღენიშნებათ.

აღსანიშნავია, რომ კარაპს მედლაინი მომხმარებლებს, სხეულის დახვეწილი პროპორციების მისაღებად, კიდევ ერთ პროცედურას - ლიპოსკულპტურინგს სთავაზობს, რა დროსაც ლიპოსაქციით ამოტუმბული ცხიმის შეყვანა  სხეულის სხვადასხვა ზონებში, მაგ., დუნდულებში ხდება.  მისი საშუალებით შესაძლებელია სხეულზე ცხიმის ეფექტურად გადანაწილება და სხეულის ფორმების გაუმჯობესება.

კლინიკა კარაპს მედლაინში ლიპოსაქციის პროცედურას პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კალანტაროვი ატარებს.

უკან