ENG
GEO

მედია ცენტრი

14 ივნისი, 2022 უკან

ტანის მოვლა კლინიკა კარაპს მედლაინში

ტანის მოვლა მნიშვნელოვანი პროცესია, ვინაიდან ვიზუალურ ეფექტთან ერთად იგი აჯანსაღებს ორგანიზმს და დადებითად მოქმედებს პიროვნების ფსიქიკაზე. თუ თქვენ გაწუხებთ: წონის მატება, კანის სტრუქტურის ცვლილება, დარღვეული მეტაბოლიზმი, გადაღლილობა, კორონა ვირუსით გამოწვეული სტრესი, კუნთოვანი კორსეტის სპაზმი, ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგია და ა.შ, კლინიკა კარაპს მედლაინი, ესთეტიკური და სამკურნალო მიმართულებით, ტანის მოვლის პროცედურების ინდივიდუალური პაკეტის შერჩევას გთავაზობთ.

კლინიკაში ტანის მოვლის მიმართულებით ხორციელდება:

  • ტანის ინტენსიური მასაჟი, იგივე ლიფტინგი - გამოიყენება ტანის კორექციის, სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესის გაუმჯობესებისთვის. ასევე გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების შემდგომ რეაბილიტაციის, დასტრესილი ორგანიზმის რელაქსაციისა და გაჯანსაღების მიზნით;
  • სკრაბ მასაჟი - რა დროსაც, კანი სუფთავდება მკვდარი უჯრედებისგან და ხორციელდება მისი კვება და ღრმა დატენიანება ფრანგული ლუქს კლასის ბრენდის, Biologique Recherches -ის პროდუქციით.
  • ანტიცელულიტური მასაჟი - „ფორთოხლის კანის“ მოვლისთვის;

პროცედურები ტარდება როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომბინაციაში. მაგალითად, Biologique Recherches-ისბუსტერი მოიცავს: ინტენსიურ მასაჟს, ტანის ღრმა დატენიანებასა და სკრაბ მასაჟს. თუმცა, ტანის მოვლის პაკეტები სხვადასხვაგვარია და სპეციალისტი თითოეულ პაციენტს ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით უდგენს შესაბამისი პროცედურებისგან შემდგარ პროგრამას.

კლინიკა კარაპს მედლაინში ტანის მოვლის პროცედურებს მაღალკვალიფიციური, ლიცენზირებული რეაბილიტოლოგი, ნაზი მაისურაძე ატარებს.

უკან