ENG
GEO

კარიერა და განვითარება

მიმდინარე ვაკანსია

ვაკანსია ადმინისტრატორის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: კარაპს მედლაინი ვაკე
დაწყება: 2020-02-18 - დასრულება: 2020-03-02

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, ფალიაშვილის #41

სამუშაო გრაფიკი:8 საათიანი სამუშაო დღე (გრაფიკი ცვლებით);

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ამბულატორიული პაციენტების ვიზიტების მართვა და სწორი და დროული რეგისტრაცია;
  • პაციენტების და ვიზიტორების მომსახურება კომპანიის კორპორატიული სერვისის სტანდარტების დაცვით;
  • დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
  • პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე პაციენტის სპეციალისტთან ვიზიტის დაჯავშნა/ორგანიზება;
  • ფინანსური ანგარიშგებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ასლების შეგროვება და კლინიკის მენეჯერისთვის მიწოდება დადგენილ ვადებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
  • სამუშო გამოცდილება მომსახურების ან ადმინისტრირების სფეროში სავალდებულოა არანაკლებ 1 წლისა; 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პოგრამების  ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

იროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  02 მარტი, 2020

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით -> ბმულს

 

„კარაპს მედლაინი“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის

მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

ტელ.: (+995 32) 251 60 60
ლუბლიანას ქ. 48, 0159
ელ-ფოსტა: info@carapsmedline.ge

„ევექსის“ ტრენინგ ცენტრი

დასავლეთ საქართველოში პირველი პროფესიული სასწავლო ცენტრის მიზანია სასწავლო საქმიანობის განხორც...
მეტი