GEO

კლინიკის შესახებ

ეკატერინე არჩვაძე

მეან-გინეკოლოგი
2016 წლიდან  მუშაობს კლინიკა "კარაპს მედლაინში" მეან-გინეკოლოგად. მას დამთავრებული აქვს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2008 წლიდან ეკატერინე აქტიურად ჩაება სამედიცინო მოღვაწეობაში. მუშაობდა მეან-გინეკოლგად ისეთ კლინიკებში როგორიც არის : უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდი, ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა.

ეკატერინე  არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სერტიფიცირებული მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეან-გინეკოლოგი მრავალწლიანი სამედიცინო გამოცდილებით.

2011 წელს გაირა ტრეინინგი თემაზე „კოლპოსკოპიის როლი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგსა და დიაგნოსტიკაში“ და სერტიფიცირებულ იქნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების მიერ.

2013 წელს კი გაიარა ზრდასრულთა ეფექტური სწავლება – თანამედროვე მიდგომების კურსები და სერტიფიცირებული იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ.
შეავსეთ ფორმა
გაქვთ სადაზღვეო ბარათი

ბლოგი

თანამედროვე ესთეტიკური კოსმეტოლოგიის აღმოჩენა
მეტი