ENG
GEO

page

ლიპოსაქცია

ლიპოსაქცია ცხიმოვანი გროვების ვაკუუმით მოშორების მეთოდია. ლიპოსაქციის მიზანია: სხეულის ნაწილებს შორის ნორმალური პროპორციის შექმნა, სხეულის ფორმისა და გარეგნობის გაუმჯობესება.

ცხიმოვანი ქსოვილი ორგვარია: ფუნქციონალური და სარეზერვო. ფუნქციონალური კანქვეშა ქსოვილი სხეულის ზედაპირზე თანაბრად ნაწილდება და სწორედ ის საზღვრავს ქალისა და მამაკაცისათვის დამახასიათებელ სხეულის ფორმას. გახდომისას მას აქვს სწრაფად შემცირების უნარი. სარეზერვო ცხიმოვანი ქსოვილი კი წარმოადგენს უფრო ღრმად განლაგებულ ცხიმოვან გროვებს, რომლებიც სხეულის განსაზღვრულ მიდამოში არსებითად აუარესებენ სხეულის მოხაზულობას (კონტურს). მსგავსი გროვები მცირედ რეაგირებენ გახდომაზე, რადგან სწორედ მათგან ხდება ყველაზე ბოლოს ცხიმოვანი ქსოვილის განლევა.

ცხიმოვანი ქსოვილის განლაგება განისაზღვრება გენეტიკური წინასწარგანწყობითა და სქესით. მისი მოცულობა შეიძლება შეიცვალოს სხეულის წონის შემცირებასთან ერთად, მაგრამ, ამავე დროს, სხეულის მოხაზულობა რჩება იგივე. ამრიგად, დიეტამ და ვარჯიშმა შეიძლება შეცვალოს გროვების სიდიდე, მაგრამ არა სხეულის კონტური. სხეულის ფორმის გაუმჯობესება ლიპოსაქციით არის შესაძლებელი.

კლინიკა „კარაპს მედლაინში“ გამოცდილი მაღალკვალიფიციური ექიმები ატარებენ ლიპოსაქციის ოპერაციას. ლიპოსაქციის ფასი დამოკიდებულია ოპერაციის სირთულეზე.

ლიპოსაქციის ჩვენებები


ლიპოსაქცია შეიძლება ვურჩიოთ ადამიანს, რომლის სხეულის ზოგიერთ მიდამოში აღინიშნება ცხიმის ჭარბი დაგროვება, მაგრამ, ამასთანავე, შენაჩუნებული აქვს სხეულის ნორმალური წონა, ფორმა და კანის ელასტიურობა.

ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასაკთან ერთად ქვეითდება კანის ელასტიურობა და, შესაბამისად, ლიპოსაქციის შედეგები ხანდაზმული ასაკის ადამიანებს არ ექნებათ იგივე, რაც ახლაგაზრდა პაციენტებს.

ლიპოსაქცია არ არის რეკომენდებული იმ პირთათვის, რომელთაც აქვთ სისხლის მიმოქცევის პრობლემები, დიაბეტი და ფილტვის სხვადსხვა დაავადებები.

რა შემთხვევაში გვეხმარება ლიპოსაქცია?
ლიპოსაქცია გვეხმარება ცხიმოვანი გროვების არსებობისას, რომლებიც არღვევენ სხეულის მოხაზულობას ნორმალურად განვითარებული ცხიმოვანი ქსოვილისა და კანის კარგი ელასტიურობის ფონზე.


რა შემთხვევაში არ გვეხმარება ლიპოსაქცია?

  • ზოგადი გაცხიმოვნებისას;
  • მოშვებული კანის ჩამოკიდებისას;
  • სხეულის პროპორციულობის დარღვევისას, რომელიც არ არის დაკავშირებული ცხიმოვანი ქსოვილის ცვლილებებთან (კუნთები, ძვლები, მუცლის ღრუს ორგანოები, ჯირკვლები).


ლიპოსაქციის 3 მნიშვნელოვანი უპირატესობა

  • ოპერაცია იძლევა მყარ შედეგს;
  • ოპერაცია არ ტოვებს კანზე ნაწიბურს;
  • პოსტოპერაციული გართულებები გვხვდება იშვიათად.


რა არის საჭირო წარმატებული ოპერაციის ჩასატარებლად?

  • პაციენტი უნდა იყოს ჯანმრთელი;
  • ოპერაციამდე 10 დღით ადრე არ შეიძლება ასპირინის ან მისი შემცვლელების მიღება;
  • თუ ხართ მწეველი, მოგიწევთ თავის შეკავება;
  • ოპერაციის წინა საღამოს აუცილებელია შხაპის მიღება.


სხეულის რა ნაწილებში კეთდება ლიპოსაქცია?

  • ლიპოსაქცია კეთდება სხეულის შემდეგ არეებში:
  • მხრები
  • მკერდი
  • მუცელი, ზურგი, თეძოები
  • ყელი
  • წვივები
  • ბარძაყები, მუხლები


ოპერაციის ხანგრძლივობა და შემდგომი პერიოდი

ლიპოსაქცია კეთდება როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი გაუტკივარებით. ცხიმის მოცილება ხორციელდება კანზე არსებული 3-5 მმ-იანი ნახვრეტიდან, წვრილი კანულისა და სპეციალური ამომქაჩველის საშულაებით. კანი იკერება კოსმეტიკური ნაკერით, ნაწიბური არ რჩება. ოპერაციის შემდეგ ხდება სპეციალური კომპრესიული კოლჰოტის ან ბანდაჟის ჩაცმა.

რაც შეეხება ოპერაციის შემდგომ პერიოდს, პირველი 4-5 კვირის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს სხეულის ტემპერატურის მომატება. ჰემატომებისა და ჩამოკიდებული კანის პროფილაქტიკის მიზნით, პირველი 2-5 კვირა აუცილებელია მუდმივი კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება.

ოპერაციის შემდგომ დროებით გართულებებს მიეკუთვნება: ოპერირებულ ზონაში ქსოვილების სილურჯე და შეშუპება, ქსოვილების გამკვრივება, მგრძნობელობის დროებითი დაქვეითება და საერთო სისუსტე.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

  • მუშაობის ზონაში კანის ზედაპირის უსწორმასწორობა;
  • ლიმფის დროებითი დაგროვება;
  • ბარძაყის შიგნითა მიდამოს დიდი ფართობის დამუშავებისას შესაძლოა განვითარდეს ქსოვილების შეშუპება ტერფ-წვივის სახსარში, რომელიც რჩება რამდენიმე კვირა, თუმცაღა, სწორად ჩატარებული ლიპოსაქციისას, ზემოთ აღწერილი გართულებები გვხვდება იშვიათად.

რამდენი ხანი ნარჩუნდება ოპერაციის ეფექტურობა?

მუდმივი წონის შენარჩუნების შემთხვევაში, ლიპოსაქციის ეფექტი უცვლელია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა მოიმატა, როგორც სხვა პლასტიკური ოპერაციების დროს, აქაც შედეგი უარესდება, თუმცა, ადრე არსებული ცხიმგროვების ადგილას ახალი ცხიმოვანი ქსოვილი ლაგდება შეზღუდვით.

მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: