საქართველოს პლასტიკურ ქირურგიაში რინოპლასტიკა ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციაა. უამრავი ადამიანი იცვლის ცხვირის ფორმას, ზომას, ნესტოების ფორმას, იპატარავებს ცხვირის წვერს, იშორებს კეხს, და ა.შ. შედეგად, უმჯობესდება ცხვირის პროპორციულობა სახის სხვა ნაკვთებთან მიმართებაში და იქმნება დახვეწილი და უფრო მეტად ჰარმონიული გარეგნობა. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ცხვირის ფორმას თან ახლავს სუნთქვის პრობლემაც, შესაძლებელია მათი ერთობლივად გადაჭრა. იგულისხმება, ერთობლივი ოპერაცია, რომლის შედეგადაც გამოსწორდება როგორც ცხვირის გარეგანი ხარვეზი, ასევე, სუნთქვის პრობლემაც.
რატომ „კარაპს მედლაინი“?
მიუხედავად იმისა, რომ რინოპლასტიკა და ცხვირის ფუნქციის აღდგენა ყველაზე გავრცელებული პლასტიკური ოპერაციაა საქართველოში, მისი ჩატარება უმაღლეს გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ცხვირს საკმაოდ რთული აგებულება აქვს და, შესაბამისად, პლასტიკურ ქირურგს უწევს მუშაობა ხრტილზე, ძვალზე, კანზე და ლორწოვანზე. გარდა ამისა, სხვა ქირურგებისგან განსხვავებით, პლასტიკურ ქირურგს უნდა ჰქონდეს მხატვრობის ნიჭი, რადგან ცხვირის ოპერაციის დროს დაშვებულ პატარა გარეგნულ ხარვეზსაც კი შეუძლია ადამიანის სახე უარესობისკენ შეცვალოს.
„კარაპს მედლაიანი“ ერთ-ერთი პირველი კლინიკაა, რომლისთვისაც დაარსების დღიდან მთავარი მიმართულებაა პლასტიკური ქირურგია. ჩვენთან ცხვირის ოპერაციას საქართველოში გამორჩეული პროფესიონალი ექიმები ატარებენ, რომელთა გამოცდილებაც წლებს ითვლის. ჩვენს კლინიკაში წარმატებით ტარდება ცხვირის ფორმისა და სუნთქვის გამოსწორების ერთობლივი ოპერაციები. ჩვენ ვიყენებთ “KARL STORZ”-ის ფირმის ენდოსკოპიურ ტექნიკას. „კარაპს მედლაინში“ ოპერაციამდე გამოიყენება კომპიუტერული ფოტომოდელირება. ეს კარგი საშუალებაა, რომ პაციენტმა და ქირურგმა ერთობლივად შეიმუშავონ ცხვირის ფორმა, რომელიც სურს პაციენტს და რისი მიღებაც არის შესაძლებელი.
ჩვენს კლინიკაში, ასევე, შესაძლებელია უკვე ნაოპერაციები ცხვირის ფორმის შეცვლა და პაციენტისთვის სასურველი შედეგის მიღება. როგორც ჩვენი გამოცდილი პლასტიკური ქირურგები ამბობენ, არ არსებობს ნაოპერაციები ცხვირის ისეთი დეფორმაცია, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში აუცილებელია, ბოლო ოპერაციიდან იყოს გასული 1 წელი.
რინოპლასტიკა და ასაკი
ცხვირის ოპერაციის ასაკის ზედა ზღვარი შეუზღუდავია. ქვედა ზღვარი კი სასურველია არ იყოს 16 წელზე ნაკლები. 16-17 წელი არის ის ასაკი, როდესაც უკვე შესაძლებელია ცხვირის გარეგანი დეფორმაციის გასწორება. თუმცა, თუ პაციენტს აწუხებს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, მაშინ ამ ოპერაციის გაკეთება ადრეულ ასაკშიც შეიძლება.
ცხვირის ოპერაციის სხვადასხვა ტიპები
კლინიკა „კარაპს მედლაინი“ რამდენიმე ტიპის ცხვირის ოპერაციას გთავაზობთ: - ცხვირის ასიმეტრიისა და დეფორმაციის კორექცია
- ცხვირის წვერის ფორმის კორექცია, შევიწროება, აწევა, დაწევა
- ცხვირის ფრთების ზომისა და ფორმის შეცვლა
- ნესტოების ზომისა და ფორმის კორექცია
- კეხის მოცილება
- პოსტტრავმული ან პოსტოპერაციული დეფორმაციის გამოსწორება
- რინოპლასტიკა და სუნთქვის პრობლემის გამოსწორება
- ცხვირის ძგიდის გამრუდების კორექცია
- ცხვირის პოლიპის მოცილება
- ცხვირის ნიჟარების კორექცია
ცხვირის რინოპლასტიკა და ფასები
„კარაპს მედლაინში“ რინოპლასტიკის ფასი სხვადასხვა ტიპის ოპერაციის შემთხვევაში განსხვავებულია. ის ძირითადად დამოკიდებულია ოპერაციის სირთულეზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენს კლინიკაში მაღალ ხარისხთან ერთად საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებია.
ცხვირის ოპერაციის ხანგრძლივობა
„კარაპს მედლაინში“ ცხვირის ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათამდეა. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ცხვირის ოპერაცია უმტკივნეულოა, რადგან ის ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში.
რინოპლასტიკის ოპერაციის გვერდითი მოვლენები
ოპერაციამდე, წინასწარ კონსულტაციაზე პაციენტს სინჯავს ქირურგი და უხსნის მას დეტალურ ინფორმაციას ოპერაციაზე. კონსულტაციაზე პაციენტი იღებს ამომწურავ ინფორმაციას ოპერაციის მოსალოდნელ შედეგზე, შესაძლო გართულებებზე და, ასევე, მათი თავიდან აცილების საშუალებებზე. პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტს არ აქვს ტკივილი. დაახლოებით 2 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნება და თვალების შეშუპება, ისიც არა ყოველთვის.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი
პაციენტი კლინიკიდან ოპერაციის მეორე დღეს ეწერება. თაბაშირის ნახვევის ტარება საჭიროა საშუალოდ 2 კვირის განმავლობაში. პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს ოპერაციიდან 2 კვირაში უბრუნდება.
სასურველი შედეგი
ცხვირის ფორმა დროთა განმავლობაში უმჯობესდება და დაახლოებით 2 თვის შემდეგ ის უკვე საკმაოდ დახვეწილია. თუმცა, საბოლოო შედეგების შეფასება ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ ხდება, როცა ცხვირის ფორმირება დასრულებულია.
რინოპლასტიკის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.