ბიორევიტალიზაცია კარაპს მედლაინში - კანის გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღების თერაპიული მეთოდი
ბიორევიტალიზაცია კანის ბუნებრივი გაჯანსაღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომლის მეშვეობით ხდება კანისა და კანქვეშა ქსოვილების გამდიდრება ჰიარულონის მჟავით. პოცედურის უპირატესობაა მოქმდედების სიღრმე და ბუნებრიობა. ყველა სხვა კოსმეტიკური საშუალებისგან განსხვავებით, რომლებიც ასევე შეიცავენ ჰიალურონის მჟავას, ბიორევიტალიზაციის შემთხვევაში მჟავა ეპიდერმისისა და დერმის ღრმა შრეებში შედის და როგორც ბუნებრივი კომპონენტი, უჯრედულ დონეზე მოქმედებს, რის შედეგადაც ხდება კანის სტრუქტურული გაჯანსაღება, გაახალგაზრდავება, მცირდება წვრილი ნაოჭების რაოდენობა. ბიორევიტალიზაცია (ბუსტერი) ინექციური პროცედურაა, რომლის დროსაც ინექციის საშუალებით ხდება ჰიალურონის მჟავის შეყვანა კანქვეშ ქსოვილებში.
ბიორევიტალიზაციის პროცედურა გამოიყებენა იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა:
- კანის სიმშრალე
- კანის არათანაბარი რელიეფი
- კანის არაერთგვაროვანი ფერი
- პირველადი ნაოჭები
- კანის ელასტიკურობის დაკარგვა, დაქვეითება
- თვალის გარშემო მუქი წრეები
- აკნე, პოსტაკნე, ნაწიბურები, პიგმენტაცია.
კარაპს მედლაინში ბიორევიტალიზაციის პროცედურისას გამოიყენება საფრანგეთის, შვედეთისა და გერმანიის წამყვანი ბრენდების პროდუქცია:
- Restyline
- Juvederm
- Belotero
ბიორევიტალიზაციის ჩატარება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს. კურსი, რამდენიმე პროცედურას მოიცავს. პროცედურები 1 თვიანი შუალედით კეთდება და უშუალოდ პროცესის ხანგრძლივობა 15 წუთია.
ბიორევიტალიზაცია ტარდება სხეულის შემდეგ ზონებზე:
- სახე
- კისერი
- დეკოლტე
- ხელის მტევანი
ბიორევიტალიზაცია დაუშვებელია:
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
- მწვავე ინფექციისა და ვირუსის დროს
- კანის ახალწარმონაქმნების, კელოიდური ნაწიბურების შემთხვევაში
- ჰიალურონის მჟავას ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.
Notice: Undefined property: stdClass::$module in
/var/www/virtuals/carapsmedline.ge/website_back/tpls/modules/socials.php on line
5