GEO

ბლოგი

07 ოქტომბერი, 2020 უკან
ბოტულინოთერაპია - კანის გაახალგაზრდავების საუკეთესო მეთოდი

ბოტულინოთერაპია, იგივე ბოტოქსი კანის გაახალგაზრდავების საუკეთესო მეთოდი


ბოტულინოთერაპია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არაქირურგიული პროცედურაა ესთეტიკურ მედიცინაში. კოსმეტოლოგიაში ის მიმიკური ნაოჭების კორექციისთვის გამოიყენება და კარგი შედეგის გარანტს იძლევა. რატომ უყვართ ქალებს ეგრეთ წოდებული ბოტოქსი და რა წესები არსებობს პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებით? - კითხვებზე კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალის დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი, ნინო გოგიბერიძე გვპასუხობს.

რა პრეპარატის გამოიყენებას ითვალისწინებს ბოტულინოთერაპია და რამდენად უსაფრთხოა ის?

ბოტულინოტოქსინი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პრეპარატია, რომლის ინექციაც ანესთეზიას არ საჭიროებს და პროცედურის შემდეგ კანზე არავითარ კვალს არ ტოვებს. მით უმეტეს, რომ ჩვენ კლინიკაში გამოყენებული პრეპარატები, ფრანგული „დისპორტი“ და გერმანული „ქსეომინი“ აშშ-ს სურსათისა და წამლის მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერაა რეკომენდებული. ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება ხელს უწყობს ნებისმიერი მიმიკური ნაოჭების და სხვადასხვა სიღრმის ღარების მოშორებას.

რა ზონებზე კეთდება პროცედურა?

პროცედურა კეთდება მთლიან სახეზე, უმეტესად კი შუბლის ზონასა და თვალების ნაოჭზე. გამოიყენება კისრის ნაოჭებსა (ნეფერტიტის ნაოჭები) და სახის ოვალზეც. როგორც წესი, საკუთარ ხედვას პაციენტი სპეციალისტს აცნობს, კოსმეტოლოგი კი რეკომენდაციას აძლევს როგორც ზონების, ასევე - დოზირების საჭიროებაზე. პროცედურის მიზანი კუნთის გაშეშებაა, რის შედეგადაც სწორი და ახალგაზრდა კანის ეფექტი მიიღება.

რა პერიოდულობით დგება პროცედურის გამეორების საჭიროება?

ეს მუდამ ინდივიდუალურია, თუმცა პროცედურის შედეგი საუკეთესო 4-დან 6 თვემდე პერიოდშია. გააჩნია ადამიანის ორგამიზმს, მეტაბოლიზს, ფიზიკურ აქტივობას, კვების რეჟიმს. ხშირად, კანი პირვანდელ ფორმას 8-10 თვის შემდეგ უბრუნდება. ამას კი კუნთის მოდუნება იწვევს.

რას ურჩევთ ქალებს და როგორ ფიქრობთ, რა იწვევს პროცედურის ასეთ პოპულარობას?

ყველა ქალს სურს, გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად. მართალია, 21-ე საუკუნის ესთეტიკური მედიცინა უამრავ ალტერნატივას გვაძლევს, თუმცა ბოტულინოთერაპია მარტივი და უსაფრთხო გზაა შედეგის მისაღებად. სწორედ ეს განაპირობებს მის პოპულარობას. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეგრეთ წოდებულ გადაშეშებას პრეპარატის ჭარბი დოზირება იწვევს. ყოველთვის მოერიდეთ მას. მით უმეტეს, ბუნებრიობის შენარჩუნება და ოდნავ შესამჩნევი მიმიკები თანამედროვე ტრენდია.

უკან