ENG
GEO

ბლოგი

02 დეკემბერი, 2021 უკან
დერმატოლოგიური პრობლემების სრული სპექტრის დიაგნოსტიკა და მკურნალობა კარაპს მედლაინში

კარაპს მედლაინი პაციენტებს ნებისმიერი დერმატოლოგიური პრობლემის დიგნოსტიკასა და მკურნალობას თავაზობს. კონსულტაციაზე მისულ პაციენტთან ხდება ანამნეზის შეკრება და კანის სრულყოფილი კლინიკური და ვიზუალური გამოკვლევა, ხოლო შემდგომ, ნოზოლოგიის შესაბამისად და ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით, ინიშნება მკურნალობის კურსი. 


კლინიკაში ხორციელდება შემდეგი 
დერმატოლოგიური დაავადებების მართვა:
 

 

  • ფსორიაზი; 

  • ეგზემა; 

  • ალერგიული დერმატიტი; 

  • კონტაქტური დერმატიტი; 

  • სებორეული დერმატიტი; 

  • აკნე; 

  • როზაცია; 

  • კანის სიმშრალე; 

  • ალოპეცია და ა.შ. 


სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი შესაბამისი ნოზოლოგიის მიხედვით, ასევე ტარდება ფრჩხილისა და კანის ანალიზი სოკოზე. დიაგნოსტიკის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს კვლევა დერმატოსკოპით, რომელიც წარმატებით გამოიყენება კანის ზედაპირზე არსებული წანაზარდების (მაგ. მეჭეჭები და ხალები) დათვალიერებისათვის. მისი მეშვეობით შესაძლებელია ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი ხალების დიფერენცირება.

სრულყოფილი გამოკვლევის შემდგომ, ინდივიდუალურად, ინიშნება მკურნალობის კურსი, რომელიც მოიცავს სისტემურსა (მაგ. ანტივირუსული) და ტოპიკურ (მაგ. ლოკალურად მალამოების გამოყენება) მკურნალობას. გარდა კონსერვატიულისა, კლინიკაში გამოიყენება ფიზიკური მკურნალობის მეთოდებიც, მაგალითად, მეჭეჭების მოშორება შესაძლებელია როგორც რადიოტალღური მეთოდით, ასევე კრიოთერაპიით (აზოტით მოშორება). აღსანიშნავია უნიკალური ამერიკული აპარატი Hydrafacial, რომელსაც რიგი დერმატოლოგიური პრობლემების გადაჭრა შეუძლია და ეფექტურია აკნესთან, პიგმენტურ ლაქებთან და გამომშრალ კანთან საბრძოლველად.

კარაპს მედლაინში პაციენტებს მომსახურებას უწევენ გამოცდილი და ლიცენზირებული დერმატო-კოსმეტოლოგები: ნინო გოგიბერიძე და მარინა ოჟოგინა

უკან