ზოგჯერ ერთი უბრალო წამი მთელ ცხოვრებას ცვლის ხოლმე და ეს ერთი მომენტი შეიძლება ახალი სიცოცხლის დასაწყისიც გახდეს. მე მეორე სიცოცხლე 29 წლის ასაკში დავიწყე, სწორედ მაშინ, როდესაც ჭარბ წონასთან გამომშვიდობება გადავწყვიტე და კუჭის ოპერაცია გავიკეთე. ახლა რომ ვუფიქრდები, ყველაფერი ბოლომდე გააზრებული არ მქონდა, წინ რა სიამოვნება მელოდა, მაგრამ ზუსტად ვხვდები, რას გრძნობენ ის ადამიანები, რომელთაც ეს გზა ჩემზე ადრე გაიარა. სიამოვნების, წარმატების, ბედნიერების, სიხარულის, ცხოვრების სტიმულის, სიყვარულის, ჯანმრთელობის, მზიანი ამინდების სიხარულის, სიცოცხლის წყურვილის გზა ისეთი სასიამოვნო ყოფილა, რომ მართლა ახალი სოცოცხლის დაწყების ტოლფასია.
წინ კიდევ ერთი ეტაპია, როცა მართლა თავიდან უნდა ისწავლო ყველაფერი: ჭამა, სიარული, სუნთქვა, ზოგჯერ ლაპარაკიც კი, მაგრამ ამას ისეთი სიამოვნებით აკეთებ, როგორც არასდროს, გააზრებულად და სრული პასუხისმგებლობით.