კონსულტაციაზე მისული მომხმარებლის ანამნეზის გამოკითხვისა და საბაზისო კლინიკური გამოკვლევების შემდეგ, ხორციელდება მისი კვების რაციონისა და ფიზიოთერაპიის კურსის შედგენა.
ჩვენს ორგანიზმში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მომნელებელი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, რაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად სწორად და ერთმანეთთან თავსებადი საკვებით ვიკვებებით, ეს კი ერთ-ერთია, რაც განსაზღვრავს ორგანიზმის მეტაბოლური ცვლის პროცესს და გვაძლევს შესაძლებლობას გვქონდეს ჯანსაღი სხეული.
როგორც უკვე ვახსენეთ, კვების სწორი რაციონის შედგენისას აუცილებლად უნდა ვიხელმძღვანელოთ პაციენტის კლინიკური კვლევის შედეგებით (რამდენი კალორია სჭირდება ინდივიდის ორგანიზმს ბალანსის შესანარჩუნებლად - წონის კლებისთვის ან მატებისთვის). თუმცა, არსებობს ზოგადი სასარგებლო რჩევები, რომლებიც ყველა ჩვენგანზე ვრცელდება. მაგალითად:
- ჯანსაღი კვებისთვის უპირატესობა ენიჭება პროდუქტს, რომელიც არის პირველადი სახის, ნატურალური. ამას პალეოტიპის კვება ეწოდება (მაგალითად, გოზინაყი პირველადი პროდუქტი არ არის, მაგრამ თაფლი და ნიგოზი - კი);
- კვება დღის განმავლობაში 4 საათში, მაქსიმუმ - 5 საათში ერთხელ, მცირე ულუფებით. დილით და საღამოს რეკომენდებულია ცილით მდიდარი საკვების მიღება;
- ასევე, დღესდღეისობით ყველა თანხმდება იმაზე, რომ შაქრისა და მარილის გადაჭარბებით მიღება არ არის სასარგებლო და სასურველია, მისი რაოდენობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი;
- არასასურველ პროდუქტთა სიაში შეიძლება შევიყვანოთ თეთრი პურის ფქვილისგან დამზადებული საკვებიც.
არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანის ორგანიზმი მისი გენეტიკური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე მიჩვეულია მიიღოს ისეთი პროდუქტები, რომლებიც მასთან ბუნებრივად თავსებადია: ცილოვანი, ნახშირწყლოვანი, უჯრედისით მდიდარი და ცხიმოვანი საკვები. რომელიმე მათგანის უკონტროლო მიღებას ადიქცია ეწოდება და ამ პრობლემის მქონე პიროვნება ნუტრიციოლოგთან, ფიზიოთერაპევტსა და ენდოკრინოლოგთან ერთად საჭიროებს ფსიქოთერაპევტის დახმარებასაც, რათა გაირკვეს სტრესის რომელი ფაქტორი განაპირობებს მსგავსი მიდრეკილების ჩამოყალილებას და შემდეგ შესაძლებელი გახდეს მისი აღმოფხვრა. Holism-ის პრინციპით მიდგომას კლინიკა სხვადასხვა დაავადების მართვისთვისაც იყენებს. მაგალითად, დიაბეტის დროს ენდოკრინოლოგის დასკვნის შედეგად კვების რაციონის შესადგენად და შესაბამისი ფიზიოთერაპიული კურსის ჩასატარებლად.
გარდა იმისა, რომ დაბალანსებული კვება გვეხმარება წონის მართვაში, მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთელი ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებაში, როგორც გონებრივი ასევე -ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებაში. ჩვენი ენერგიულობა და პოზიტიური განწყობა სწორ კვებაზეა დამოკიდებული, რომელიც ასევე ამცირებს დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების, დაქვეითებული იმუნური სისტემისა და დეპრესიის განვითარების რისკს.
გარდა კვების სწორი რაციონის შედგენისა, კლინიკაში ჯანსაღი ცხოვრებისთვის ხორციელდება „სხეულზე ორიენტირებული ფიზიოთერაპიაც“, რომელსაც ფიზიოთერაპევტი და ჯანსაღი ცხოვრების (well-being) პროგრამის ინიციატორი ლანა ლეთოდიანი ახორციელებს. ის მოიცავს შემდეგ ზემოქმედებებს:
- მანუალური;
- მიოფასციალური;
- ღრმა ქსოვილოვანი მასაჟი;
- ლიმფოდრენაჟი.
ამ პროცედურებით შესაძლებელია:
- სისხლის მიმოქცევისა და ლიმფის გადინების გაუმჯობესება;
- უჯრედის სრული დეტოქსიკაცია;
- მეტაბოლური ცვლის დაჩქარება;
- შეშუპების მოხსნა;
- ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების მომატება;
- ტანადობის დარღვევის შედეგად, კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემის შესუსტებული ფუნქციის აღდგენა;
- ჭარბი წონით გამოწვეული პრობლემების კორექტირება-სილუეტის დახვეწა ( რომელიც გამოწვეულია ცხიმოვანი და ცელულიტური წარმონაქმნების ფორმირებით);
- რიგიდული კუნთების რელაქსაცია (მათში ენერგიის აღდგენით);
- ნეიროსედაცია.
Well-being პრიორიტეტული პროგრამაა, რომელსაც კლინიკა კარაპს მედლაინი გვთავაზობს. მისი საშუალებით სწორად იმართება ადამიანის ჯანმრთელობის რესურსები და მეტი აქცენტი კეთდება დაავადებების პრევენციაზე. ეს მიდგომა მომხმარებელს საკუთარი ორგანიზმის მეტად შეცნობის შესაძლებლობას აძლევს და აუმჯობესებს მის ფიზიკურ და მენტალურ მდგრადობას გარემო ფაქტორების მიმართ.