GEO

ბლოგი

23 სექტემბერი, 2020 უკან
MonaLisa Touch - რევოლუციური აპარატი ესთეტიკურ მედიცინაში

ქალებისთვის მშობიარობისშემდგომი, ტრავმისშემდგომი, თანდაყოლილი ან ესთეტიკური პრობლემები საკმაოდ აქტუალურია. ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები ხშირად დისკომფორტისა და ინტიმური დარღვევების მიზეზი ხდება. სექსუალური ცხოვრების ხარისხი ნებისმიერი ასაკის ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველა პრობლემის მოგვარება კი დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, სრულყოფილად არის შესაძლებელი.

ესთეტიკური გინეკოლოგიის ნამდვილი აღმოჩენაა რევოლუციური აპარატი MonaLisa Touch, რომელიც ქალებში სასქესო ორგანოების ფუნქციურ-ფიზიოლოგიური და პოსტ-ტრავმული ცვლილებების მკურნალობის ოქროს სტანდარტია და მენოპაუზის პერიოდში ჰორმონალური თერაპიის ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს. პროცედურის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, არ ქმნის დისკომფორტს, არ მოითხოვს მედიკამენტურ მკურნალობას და არ აქვს შეზღუდვა სქესობრივ ცხოვრებაზე. მისი მეშვეობით ისეთი დარღვევების მკურნალობაა შესაძლებელი, როგორიცაა: 

✖️ვულვო-ვაგინალური და უროვაგინალური ატროფია;
✖️საშოს ლორწოვანი სეპითელიუმის ცვლილებები/გათხელება;
✖️მტკივნეული სქესობრივი აქტი; პრე და პოსტ მენოპაუზებში შარდის შეუკავებლობა;
✖️საშოს მიკროფლორისა და pH დარღვევა;
✖️საშოს კედლის დაშვება/ზომაში მატება/ტონუსის დაქვეითება (მშობიარობისშემდეგ);
✖️შორისის ან ანუსის ნახეთქები;საშოს ტრავმები და ნაწიბურები;
✖️ვულვის ლორწოვანის და გარე სასქესო ორგანოების ფერისა და ტონუსის დაქვეითება;
✖️სასქესო ორგანოების მიდამოში პიგმენტაციის დარღვევა ჰორმონალური პრობლემებისას.

MonaLisa Touch-ის უპირატესობებით სარგებლობა ქალებს კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალში შეუძლიათ. უსაფრთხოებისადაეფექტურობისკუთხით აპარატს ანალოგიარგააჩნია.

პროცედურას ატარებს ექსპერტ-გინეკოლოგი მადონა ჯუღელი,პაციენტი წინასწარაა გამოკვლეული,რათა ჩარევისას და მის შემდგომ ყველა გართულება თავიდან იყოს აცილებული.
უკან