GEO

ბლოგი

05 ნოემბერი, 2020 უკან
რა შემთხვევაში მიმართავენ ქალები მკერდის პლასტიკას?

 

მკერდის პლასტიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესთეტიკური მომსახურებაა მთელ მსოფლიოში, რომელსაც ქალების დიდი ნაწილი მიმართავს. იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნები ინდივიდუალური და განსხვავებულია, კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით აქტუალობას არ კარგავს. ზოგადად, რას გულისხმობს მკერდის პლასტიკა, როგორ ხდება სასურველი ფორმის შერჩევა და რა დრო სჭირდება რეაბილიტაციას - ამ თემებზე 'კარაპს მედლაინის' პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალექსანდრე კალანტაროვი გვესაუბრა.

რა პროცედურებს აერთიანებს მკერდის პლასტიკა?

მკერდის პლასტიკა უამრავ განსხვავებულ პროცედურებს აერთიანებს. ქალები მას მიმართავენ როგორც კლინიკური საჭიროებიდან,  ისე - ესთეტიკური სურვილიდან გამომდინარე.  ყველაზე გავრცელებულია პატარა, ლამაზი ფორმის ძუძუს გადიდება, რომელიც, სტანდარტულად, სილიკონის იმპლანტების სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ან  მკერდის კუნთის ქვეშ მოთავსებით ხორციელდება. ქალები ხშირად მოგვმართავენ  დიდი, მძიმე მკერდის დაპატარავების სურვილითაც. ეს ქირურგიული ოპერაციიაა, რომელიც იმპლანტების გარეშე ხორციელდება.

საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს  ძუძუს აწევის პლასტიკური ოპერაციაც. დიდი ზომის მკერდის შემთხვევაში ოპერაცია იმპლანტების გარეშე მიმდინარეობს და ხდება როგორც ფორმის აწევა, ასევე - მისი ზომების ფორმირებაც.  პატარა და საშუალო მკერდის აწევა კი იმპლანტების დახმარებით მიიღწევა. რაც შეეხება სრულად ან ნაწილობრივ მოკვეთილ ძუძუს, მისი აღდგენა შესაძლებელია ონკოლოგიური ჩარევის დროს ან ოპერაციიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ.

როგორ ხდება სასურველი ფორმისა და იმპლანტის შერჩევა?

იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონებს  გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ უჭირთ,  ჩვენ მათ  წინასაოპერაციო 3D მოდელირებას ვთავაზობთ,  რომელიც პაციენტებს საშუალებას აძლევს,  ცხადად ააღიქვან მომავალი შედეგი. თავისთავად,  ეს მეთოდი  გვეხმარება შევარჩიოთ სასურველი იმპლანტიც.

რა დრო სჭირდება  რეაბილიტაციას  და უშლის თუ არა ხელს იმპლანტები ძუძუთი კვებას?

იმპლანტები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ,  სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ორგანიზმისთის, შესაბამისად,უსაფრთხოა ბავშვისთვის ძუძუთი კვების დროსაც. რაც შეეხება რეაბილიტაციას, ოპერაციის შემდეგ  გარკვეული პერიოდი  სპეციალური კორსეტის ტარებაა რეკომენდებული, დრო კი დამოკიდებულია როგორც ოპერაციის, ისე -  იმპლანტის სახეობაზე. ძირითადად, რეაბილიტაციისთვის ისეთ მარტივ ოპერაციებს, როგორიცაა მკერდის გადიდება და ფორმის შეცვლა, სულ რამდენიმე დღე სჭირდება, ხოლო შედარებით რთულ ოპერაციებს - 2-დან 3 კვირამდე.

უკან