ბიორევიტალიზაცია - კანის გამაახალგაზრდავებელი ინექციური მეთოდი
ბიორევიტალიზაცია ლათინური სიტყვაა და ქართულად სიცოცხლის დაბრუნებას ნიშნავს. ეს არის თანამედროვე გამაახალგაზრდავებელი ინექციური მეთოდი კოსმეტოლოგიაში, რომელიც ფიზიოლოგიურად აღადგენს კანის სტრუქტურას და მას დატენიანებულ, ელასტიურ ელფერს აძლევს. ამ მეთოდით ხორციელდება როგორც წვრილი ნაოჭების, ისე - კანის რელიეფის გასწორება და პიგმენტური ლაქების შემცირება.
რა შემთხვევაში და რა სიხშირით არის მიზანშეწონილი პროცედურის ჩატარება: კითხვებზე „კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალის დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი, ნინო გოგიბერიძე გვპასუხობს.
როდის უნდა მივმართოთ ბიორევიტალიზაციას?
25 წლის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ჰიალურონის მჟავის გამომუშავების პროცესი ნელდება, რის გამოც კანი კარგავს პირვანდელ იერს, იწყებს გამოშრობას და ხდება ნაკლებად ელასტიური. შესაბამისად, ინექციური გზით ჰიალურონის მჟავის შეშვება კანში ამ პროცესს აფერხებს. პროცედურის ჩასატარებლად საუკეთესო ასაკი 25-დან 65- წლამდეა, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია, გაკეთდეს უფრო ადრეულ პერიოდშიც.
რა ზონებზე და რა სიხშირით ტარდება პროცედურა?
პროცედურა ტარდება როგორც სახის, ისე - ტანის ნებისმიერ ზონაზე, თუმცა, ძირითადად, საქართველოში სახის, კისრის, დეკოლტესა და ხელების ზონებია პოპულარული. ჩვეულებრივ, ბიორევიტალიზაციის კურსი თვეში ერთხელ 3 პროცედურას მოიცავს და მომდევნო 6 თვის განმავლობაში მის გამეორებას აღარ მოითხოვს, თუმცა ესეც მეტნაკლებად ინდივიდუალურია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის კანის მდგომარეობას, ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესს ისევე, როგორც - გამოყენებულ პრეპარატს.
რა პრეპარატი გამოიყენება „კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალში?
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კლინიკა უპირატესობას ხარისხს ანიჭებს, ჩვენ ევროპულ და საუკეთესო შედეგის მქონე Restylane Vital, Restylane Vital light, Jalupro HMW, Juvederm Volite და Belotero Hydro პრეპარატებს ვიყენებთ, თუმცა კონკრეტული პრეპარატის შერჩევა დამოკიდებულია პაციენტის სახის კანის მდგომარეობაზე. როგორც დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი, ვთვლი, რომ ინექციური ბიორევიტალიზაცია ყველა ადამიანისთვის საჭიროა, რადგან პროცედურა გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერ ასაკში საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ. სწორედ ამიტომ მას უდიდეს რეკომენდაციას ვუწევ.
ბლოგი
