ENG
GEO

ბლოგი

30 ნოემბერი, 2020 უკან
როდის უნდა მივმართოთ სახის ღრმა წმენდას და რა არის კრიო-მასაჟი - რჩევები მარინა ოჟოგინასგან
სახის კანი ყველა ქალის მუდმივი საზრუნავია. იდეალური ეფექტის მისაღწევად თანამედროვე კოსმეტოლოგიაში უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა ყველა მანიპულაცია სახის ღრმა წმენდით იწყება. რატომ არის აუცილებელი ამ ჰიგიენური პროცედურის ჩატარება რა სიხშირით უნდა მივმართოთ მას? რჩევებს კარაპს-მედლაინის ვაკის ფილიალის ექიმ-დერმატოლოგი, მარინა ოჟოგინა გვაძლევს:

>> სახის ღრმა წმენდა ლოკალური და შინაგანი პროცესების ოპტიმიზაციას ახდენს. ებრძვის გამონაყარს, აფერხებს ასაკობრივ ცვლილებებს, წმენდს კანს ზედაპირული და ღრმა დაბინძურებისგან, აღადგენს მის დამცავ ფუნქციას და აშორებს გარქოვანებული უჯრედებისა თუ ცხიმოვანი ჯირკვლების გამონაყოფს. პროცედურის ჩატარება ყველა ტიპის კანისთვის, ნებისმიერ სეზონზეა რეკომენდებული.

>> არსებობს სახის ღრმა წმენდის რამდენიმე მეთოდი: ხელით (მანუალური)- რომელიც უნოს კოვზის დახმარებით ტარდება, ულტრაბგერითი და ქიმიური მჟავების ზემოქმედებით. პროცედურის რაოდენობა და მეთოდის შერჩევა კი ინდივიდუალურად, პაციენტის კანის ტიპისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ხდება.

>> სახის კრიო-მასაჟი კი კრიო-თერაპიის მეთოდია, რომელიც სიცივისა და თხევადი აზოტის ზემოქმედებით კანის გაჯანსაღებას ემსახურება. პროცედურა ეფქტურია შეშუპების, გაფართოებული ფორების, მომატებული ცხიმიანობის, სახის ფერმკრთალი ელფერის, აკნეს, პოსტ-აკნური ლაქებისა და სახის ელასტიურობის შემცირების შემთხვევაში.

>> პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხო და უმტკივნეულოა და არ საჭიროებს რეაბილიტაციას. რაც მთავარია, გამოხატული ეფექტი პირველივე დღეს დგება. კურსი მოიცავს 10 პროცედურას ორ-სამდღიანი ინტერვალებით.
უკან