GEO

ბლოგი

18 აგვისტო, 2020 უკან
როგორ ვუშველოთ თმის ცვენას? სამკურნალო პროცედურა - თმის მეზოთერაპია „კარაპს მედლაინში“
თმის მეზოთერაპია თმის ცვენის მკურნალობის არაქირურგიული მეთოდია და კანქვეშ ამინომჟავების, ვიტამინებისა და თმის ზრდის მასტიმულირებელი მცენარეული ექსტრაქტების შეყვანას გულისხმობს. პროცედურა აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, აძლიერებს მას და ანიჭებს ბრწყინვალე ეფექტს.

როდის უნდა მივმართოთ თმის მეზოთერაპიას, როგორ მიმდინარეობს პროცედურა და როდის მივაღწევთ სასურველ შედეგს - ვრცლად თემაზე „კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალის დერმატოლოგ-კოსმეტოლოგს, ნინო გოგიბერიძეს ვესაუბრეთ.

თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდი 
თმის ცვენის, იგივე ალოპეციის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მათ შორის ენდოკრინული დარღვევები, ემოციური მდგომარეობა, სტრესი, იმუნიტეტის დაქვეითება, ქრონიკული დაავადებები, ეკოლოგიური ფაქტორი და სხვა. შესაბამისად, თითოეულ პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა, პრობლემის გამომწვევი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვა სჭირდება. ზოგადად, თმის ცვენასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდი არც ისე ბევრია, თუმცა ერთ-ერთი აღიარებული პროცედურაა თმის მეზოთერაპია, რა დროსაც კანქვეშ ვიტამინების, პეპტიდების, ამინომჟავებისა და ყველა იმ ნივთიერების შეყვანა ხორციელდება, რომელიც თმის სტრუქტურის გაჯანსაღებას ემსახურება. პროცედურა ხელს უწყობს ღეროვნის კვებას, გამაგრებას, გაჯანსაღებასა და ბზინვარებას. რაც ყველაზე მთავარია, მეზოთერაპია სამუდამოდ დაგავიწყებთ თმის ცვენის პრობლემას.

გამოყენებული პრეპარატები და პროცედურის ხანგრძლივობა
„კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალში საუკეთესო ხარისხის ის პრეპარატები გამოიყენება, რომლებიც ამერიკისა და ევროპის ქვეყნებშია სერტიფიცირებული. შესაბამისად, მკურნალობის შედეგიც მაღალეფექტურია. როგორც წესი, თმის მეზოთერაპია ორკვირიანი ინტერვალებით, 3-5-ჯერ კეთდება, პროცედურების რაოდენობა კი თმის სტრუქტურასა და  პაციენტის ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ჩვენს კლინიკაში, პირველ რიგში, პაციენტთან გასაუბრება, მისი ჯანმრთელობის შეფასება ხდება, შემდეგ კი დერმატოსკოპია და ტრიქოსკოპია ხორციელდება. აღნიშნული პროცედურებით თავის კანის დაავადებათა (ქერტლი, ფსორიაზი, სებორეული დერმატიტი, სოკოვანი დაავადებები და სხვა) ზუსტი დიაგნოსტირებაა შესაძლებელი. ბოლო ეტაპია მეზოთერაპია, რომელიც 10-15 წუთი გრძელდება. საერთო ჯამში, პაციენტის ვიზიტი კოსმეტოლოგთან, საშუალოდ, 40-60 წუთი გრძელდება.

თმის მეზოთერაპიის შედეგი და ეფექტურობა
პროცედურის შედეგი თმის ცვენის მიზეზებსა და პრობლემის სირთულეზეა დამოკიდებული, თუმცა ხშირად თმის ცვენის შემცირება პირველივე ეტაპიდანაა შესამჩნევი. სრული კურსის შედეგი კი თმის ღერის გასქელება, ღეროვანი სტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი ღერების ამოსვლა და თმის გახშირება/ბზინვარებაა. პროცედურა უკონკურენტოა და ძალიან ეფექტურ შედეგს იძლევა.
უკან